ანატოლ ფრანსის ბიოგრაფიიდან…
დიდი ფრანგი რომანტიკოსი მწერალი,ლიტერატურული კრიტიკოსი და ნობელიანტი ლიტერატურის დარგში – ანატოლ ფრანსი (1844-1924 წლები),იგივე – ანატოლ ფრანსუა ტიბო,იეზუიტთა კოლეჯში სწავლობდა,თუმცა მისი აკადემიური განათლება იმდენად დაბალ დონეზე იდგა,რომ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს გამოცდაზე ჩაიჭრა და საბოლოოდ კოლეჯის დამთავრება მხოლოდ 20 წლის ასაკში მოახერხა. (ავტორი გენია.ჯი) ეკონომიკური სიდუხჭირის გამო,მუშაობა ბიბლიოგრაფად დაიწყო და სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა იგი ლიტერატურით.რამდენიმე ხანში კი,საფრანგეთში, XIX საუკუნის მეორე ნახევარში წარმოშობილი პოეტური მიმდინარეობის – “პარნასის სკოლის” ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და შესამჩნევ ფიგურადაც იქცა.მან მონაწილეობა მიიღო ეგრეთ წოდებულ – “დრეიფუსის საქმეში” (საფრანგეთში გამართული სასამართლო პროცესი,სადაც სრულიად უსამართლოდ დასდეს ბრალი შპიონაჟში ებრაული წარმომავლობის მქონე ფრანგ ოფიცერს – ალფრედ დრეიფუსს,გერმანიის იმპერიის სასარგებლოდ,რამაც ქვეყანაში უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა).ანატოლ ფრანსმა,დიდი ფრანგი მწერლის – მარსელ პრუსტის გავლენით,პირველმა მოაწერა ხელი ემილ ზოლას მიერ შედგენილ წერილ-მანიფესტს,სახელწოდებით: “ბრალს ვდებ!” – რომელიც მიმართული გახლდათ საფრანგეთის პრეზიდენტის – ფელიქს ფორისსადმი და მთავრობისადმი.აღნიშნულ წერილში საფრანგეთის ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ ანტისემიტიზმსა და ალფრედ დრეიფუსის საპყრობილეში უკანონოდ ჩასმაში.მიუხედავად დატვირთული ცხოვრებისეული გრაფიკისა (მონაწილეობას იღებდა რიგ მიტინგებში,მუშებს უკითხავდა ლექციებს და სხვა),ლიტერატურულ ასპარეზზეც მეტად ნაყოფიერად იმოღვაწა.მის კალამს ეკუთვნის რომანები: “იოკასტა”,გრაფი აბელი”,”ეპიკურეს ბაღი”,”ანგელოზთა აჯანყება”,”ღმერთებს წყურიათ” და სხვა.გარდა ამისა,წერდა ნოველებს,ესეებს,ლექსებს,პიესებსა და ავტობიოგრაფიის ციკლს.მას შემდეგ,რაც 1921 წელს ანატოლ ფრანსს ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურის დარგში,მან პრემიისათვის დაწესებული სოლიდური თანხა რუსეთში შიმშილის საფრთხის წინაშე მდგომ ადამიანებს გადაურიცხა.როგორც ცნობილია,იგი ერთობ გამოირჩეოდა მახვილსიტყვიერებით,რის გამოც ისეთი გენიალური ფრანგების გვერდით აყენებენ,როგორებიცაა – ფრანსუა რაბლე,მოლიერი და ვოლტერი.მიუხედავად ცუდი აკადემიური მოსწრებისა,ანატოლ ფრანსი 1896 წელს არჩეულ იქნა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის და საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოების სრულუფლებიან წევრად.ანატოლ ფრანსი გარდაიცვალა 1924 წლის 12 ოქტომბერს სენ-სირ-სიურ-ლუარში.მის დაკრძალვას სხვა უამრავ ადამიანთან ერთად,საფრანგეთის მთავრობის თითქმის მთელი შემადგენლობა დაესწრო.პოლონური წარმომავლობის მქონე დიდმა ინგლისელმა კლასიკოსმა მწერალმა – ჯოზეფ კონრადმა კი მას – “პროზის პრინცი” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი)