ჯონ ევერეტ მილეს შესახებ…

გენიალური ინგლისელი პრერაფაელისტი მხატვარი და “პრერაფაელისტების საძმოს” ერთ-ერთი ფუძემდებელი - ჯონ ევერეტ მილე (1829-1896 წლები),სულ რაღაც სამი წლის იყო,როდესაც საბავშვო ბაღიდან გარიცხეს.ამის მიზეზი კი გახლდათ ის,რომ პატარა მილემ აღმზრდელ-მასწავლებელს საშინელი ძალით უკბინა ხელზე. (ავტორი გენია.ჯი) მომავალმა მხატვარმა,დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი 9 წლის ასაკში ყოფნისას გაიცნო.თავდაპირველად,პრეზიდენტს ვერც კი წარმოედგინა თუ რაოდენ დიდი ტალანტი იმალებოდა მცირეწლოვანი ბავშვის ასაკის უკან და მილეს მშობლებს ურჩია,რომ უმჯობესი იქნებოდა თუკი საკვამურების მწმენდავებთან მიაბარებდნენ ამავე პროფესიის დასაუფლებად.მაგრამ,მას შემდეგ,რაც მან იხილა ჯონ ევერეტ მილეს მიერ შესრულებული ნახატები,მშობლებს მოუბოდიშა და შემდეგი სიტყვით მიმართა: “გააკეთეთ ყოველივე შესაძლებელი,რათა დაეხმაროთ მას იმ ნიჭის განვითარებაში,რითაც ბუნების მიერ ესოდენ უხვად არის დაჯილდოებული”, – და მართლაც, 11 წლის ასაკში მყოფი ბავშვი დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე დაარსებული სკოლის ყველაზე პატარა ასაკის მქონე მოსწავლედ იქცა.აღნიშნულმა ფაქტმა ძალიან დიდი რეზონანსი და ინტერესი გამოიწვია.მის სანახავად უამრავი ადამიანი იკრიბებოდა და გაოცებული სახეებით კითხულობდნენ: “ეს არის ის ბავშვი?” (ავტორი გენია.ჯი) – და ის მართლაც იყო ის ბავშვი,რომელმაც შემდგომში განუზომლად დიდი კვალი დატოვა არა მარტო ბრიტანულ,არამედ მსოფლიო სახვით ხელოვნებაშიც კი.