Tag Archives: ჯონ ევერეტ მილეს შესახებ…

ჯონ ევერეტ მილეს შესახებ…

გენიალური ინგლისელი პრერაფაელისტი მხატვარი და “პრერაფაელისტების საძმოს” ერთ-ერთი ფუძემდებელი - ჯონ ევერეტ მილე (1829-1896 წლები),სულ რაღაც სამი წლის იყო,როდესაც საბავშვო ბაღიდან გარიცხეს.ამის მიზეზი კი გახლდათ ის,რომ პატარა მილემ აღმზრდელ-მასწავლებელს საშინელი ძალით უკბინა ხელზე.