ბრუნო ალფრედ დობლინის რომანიდან – “ბერლინი ალექსანდერპლაცი”
“ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში: კაცის კვლას და განკურნებას,ნგრევასა და შენებას,ცრემლის ღვრასა და მხიარულებას,პოვნასა და დაკარგვას,დახევასა და შეკერვას”.
***
“ოჰ,რა მოსაწყენია ამქვეყნად ცხოვრება,სმის სურვილიც კი დამეკარგა.დავთვრები და მერე,როცა აზრზე მოვდივარ,ეს საზიზღრობა თავიდან იწყება და ისევ სასმელი მიქარვებს ბოღმას,დროებით.ეს სამყარო საყვარელმა ღმერთმა შექმნა,ნეტავ რატომ,ეს,ალბათ,მღვდელმა უნდა ამიხსნას.მაგრამ ღმერთმა ერთი კარგი რამ მაინც გააკეთა,თუმცა ჩვენმა სულიერმა მამებმა ეს არ იციან: მოგვცა ორი ხელი და თოკი და თუ ამის სურვილი გექნება,ეშმაკსაც წაუღია მთელი ეს საზიზღრობა,ადიუ,ჩვენ პირდაპირი რეისით ეშმაკთან ჯოჯოხეთში გავფრინდებით”.
***
“და თუ ომში გაგიწვევენ და არ იცი,საომრად რატომ მიდიხარ,მაშინ დამნაშავე ხარ და ახია შენზე.ნუღარ იტყვი,რომ ომი უშენოდ დაიწყო! თვალები გაახილე – ამქვეყნად მარტო არა ხარ.წვიმას და სეტყვას დაემალები,ომს კი – ვერა! (ავტორი გენია.ჯი)
***
“ფხიზლად უნდა ვიყო,ფხიზლად,ცხოვრება ადგილზე არ დგას”.
***
“ადვილი სათქმელია: ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. და თუ ღმერთი მართლაც არსებობს,ჩვენ მხოლოდ კარგი და ცუდი თვისებებით კი არ განგვასხვავებს,არამედ,იმითაც,რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი ბუნება,ხასიათი,ცხოვრების გზა,წარმომავლობა,მისწრაფება,ჩვენ ყველანი ინდივიდუალურები ვართ”.
***
“არადა,ამ სამყაროში ცხოვრება ისეა აწყობილი,რომ ყველაზე იდიოტური ანდაზებიც კი ხანდახან დიდ სიმართლეს ღაღადებენ”.
***
“მე,ძმაო,თვითნასწავლი ვარ,რაც ვიცი,იქამდე,ჩემი ჭკუა-გონებით მივედი,ციხეებსა და სიმაგრეებში.ახლა კი აქ ჩამსვეს,ხალხს ჩაგრავენ და აბრიყვებენ.მე მათთვის საშიში ვარ,იმიტომ,რომ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი გახლავართ. და ეს სიმართლეა.შემხედავს მავანი და იტყვის,ასეთი ადამიანი ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამსო.მაგრამ,ძმაო,თუ გამაბრაზებენ,მაშინ მიფრთხილდეს ყველა!”
***
“აბა,ადამიანმა ნამდვილი,ჭეშმარიტი სიკვდილის გარეშე როგორ უნდა იცხოვროს? მთელი ცხოვრება თავს უფრთხილდებოდი,თავს გაუფრთხილდი,ასეთია თქვენი,ადამიანის ლაჩრული მცნება”.
***
“ყოველთვის დგება ისეთი წამი,როცა ადამიანს ვეღარაფერი უშველის”.
***
“დაივიწყე ეს უამინდობა.მზე შენს გულში აანთე”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“საზეიმო შეძახილები.მოაბიჯებენ ორკაციანი,სამკაციანი,ექვსკაციანი მწკრივები,მოაბიჯებს საფრანგეთის რევოლუცია,მოაბიჯებს რუსეთის რევოლუცია,მოაბიჯებენ გლეხთა ომები,ანაბაპტისტები და მათ ყველას ფეხდაფეხ სიკვდილი მოჰყვება”.
***
“სიკვდილი ღრიალებს: აღარაფერს გეტყვი.შენი სულელური ლაყბობით თავი მომაბეზრე.შენ ხომ არც თავი გაქვს და არც ყურები.შენ თითქოს არც კი დაბადებულხარ,ამ სამყაროს არ მოვლენიხარ! უდღეურო! თანაც პრეტენზია იდეებზე აქვს! თავში რაღაც სისულელეები და იდეები ჩაეჭედა.გგონია,ყველა იმას ელოდებოდა,როდის დაიბადებოდი და აუხსნიდი,როგორ იცხოვრონ და ეს ქვეყანა როგორ არის მოწყობილი.არა,ძმაო,ქვეყანას შენისთანა არ სჭირდება,ბნელი,ამპარტავანი.მას სჭირდება ისეთები,რომლებიც უფრო თავხედები არიან,ხედავენ,რომ ეს სამყარო მარტო შაქრისაგან კი არ არის შექმნილი,არამედ ერთმანეთში არეული შაქრისა და განავლისა და კიდევ ბევრი სხვა საზიზღრობებისაგან”.
***
“სამშობლო,მშვიდად იყავი,თვალები ფართოდ მაქვს ღია!” (ავტორი გენია.ჯი)