ულრიხ ფონ ლიხტენშტეინი
ულრიხ ფონ ლიხტენშტეინი - დაიბადა,დაახლოებით 1200 წელს,თანამედროვე ავსტრიის მურაუს ოლქში (შტირიის ფედერალური მიწა),რომელიც იმ პერიოდისათვის საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.იგი წარმოადგენდა დიდ გერმანელ პოეტს გვიანდელი მინეზანგას ეპოქისა (ჟანრი გერმანული შუასაუკუნეების სარაინდო პოეზიის),პოლიტიკოსს და რანგით კაპიტანს,რომელიც შტირიის ოლქის ხელმძღვანელი გახლდათ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ულრიხი დღემდე მიიჩნევა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო რაინდად,ისეთი უდიდესი ისტორიული პირების და რაინდების გვერდით,როგორებიც იყვნენ – გოტფრიდ დე ბულონი,ჟან ლე მენგრი,რიჩარდ ლომგული,უილიამ მარშალი და სხვები.აქვე ცნობილია ისიც,რომ – ულრიხი,ლეგენდარული ესპანელი მწერლის მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი რომანის “მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი”-ს გმირის – ალონსო კეხადას,რეალური წინამორბედი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მან,სრულიად უბრალო მოქალაქის სტატუსიდან,ხელისუფლების უმაღლეს რანგს მიაღწია და შტრიირის ფედერალური მიწების გამგებელი გახდა.იგი მხარს უჭერდა ავსტრიის ჰერცოგის ლეოპოლდ VI-ეს პოლიტიკურ კურსს და მის ერთ-ერთ მხარდამჭერადაც მოიაზრებოდა.1227-1240 წლებში,საკმაოდ ბევრი იმოგზაურა,რაც შემდგომ (1255 წელს) მისსავე დაწერილ,კურტუაზიულ რომანში “ქალთა მომსახურება” აღწერა.გარდა ამისა 1257 წელს ულრიხმა დაწერა “ქალთა წიგნი” (თეორიტიკული თხზულება სასიყვარულო პოეზიისა,სადაც აღწერილი იყო,რიგი სასიყვარულო სიმღერები).მისი ბიოგრაფიიდან,ასევე ცნობილია,რომ ულრიხმა თავისი საყვარელი ქალის გამო ზედა ტუჩის ნახევარი მოიჭრა.ულრიხ ფონ ლიხტენშტეინი გარდაიცვალა 1275 წელს.მისი შემოქმედება კი სრულყოფილად შეისწავლა XIX საუკუნის ცნობილმა ავსტრიელმა გერმანისტმა და ისტორიკოსმა თეოდორ გეორგ კარაიანმა,რომელმაც ამ საკითხს ნაშრომებიც მიუძღვნა. (ავტორი გენია.ჯი) 2001 წელს,გამოჩენილი ამერიკელი კინორეჟისორის – ბრაიან ჰელგელენდის მიერ გადაღებულ მხატვრულ ფილმში “რაინდის ისტორია”,მთავარ გმირს,სწორედ დიდი პოეტისა და მამაცი რაინდის – ულრიხის სახელი უწოდეს.
კინოფილმი – “რაინდის ისტორია”