გი დე მოპასანის რომანიდან – “ლამაზი მეგობარი”
1. “რელიგია დასაკეც ქოლგასავით გამოიყენეო: დარის მიხედვით,იგი ჯოხად გამოგადგება ან წვიმისა და მზისგან დაგიცავს,ხოლო შინ რომ დაბრუნდები,ტალანში მიაყუდებ.ასეთი ხალხი ათასობით მოიპოვება.ღმერთს დასცინიან,მაგრამ სხვას არავის ცუდს არ ათქმევინებენ.თუ დასჭირდათ,ღმერთს მაჭანკლადაც გამოიყენებენ”.
2. “სულელი მუდამ იმედგაცრუებული რჩება!” (ავტორი გენია.ჯი)
3. ” – ჩემო ძვირფასო,მარადიული სიყვარული არ არსებობს.ერთმანეთს ნებდებიან და შორდებიან.მაგრამ როცა ამას დასასრული აღარ უჩანს,საშინელ უღლად იქცევა ხოლმე”.
4. “რა არარაობაა! ღმერთო,რა ტუტუცები არიან პოლიტიკური მოღვაწენი”.
5. “იცოდე,ჯობია პარიზში ლოგინი არა გქონდეს,ვიდრე ტანისამოსი”.
6. “ზოგჯერ ყურიც ამშვენებს საყურეს”.
7. ” – რამდენ სიტკბოებას მოგვცემდა ცხოვრება,ერთმანეთისგან სრული დუმილის იმედი რომ გვქონოდა!”
8. “რამდენი ქალი აჰყვებოდა უცაბედ ვნებას,მოულოდნელსა და ძლიერ წუთიერ ჟინსა და სიყვარულის ოცნებას,ხიფათი რომ არ მოელოდეს,რომ წუთიერ სიტკბოებას საქვეყნო აყალმაყალი და მწარე ცრემლი არ მოსდევდეს!”
9. ” – იმაზე უდიდესი ბედნიერება არ არსებობს,როდესაც ორი ხელი ერთმანეთს პირველად მოუჭერს და ერთი მათგანი ეკითხება მეორეს: “გიყვარვარ?” მეორე კი უპასუხებს: “ჰო,მიყვარხარ”.
10. “სიყვარული სიცოცხლის ერთადერთი სიამეა,რომელსაც ხშირად ვიმწარებთ,რადგან ზოგჯერ მისგან შეუძლებელ რამეს მოვითხოვთ”. (ავტორი გენია.ჯი)