ამონარიდები ჯეკ ლონდონის რომანიდან – “დიდი სახლის პატარა დიასახლისი”
1. “რასაც უნდა აკეთებდეს ადამიანი, არავის არ ეხება ამქვეყნად, სანამ იგი ადამიანთა იმ ჯგუფის ინტერესებს არ შელახავს, რომელთა შორისაც ცხოვრობს”.
* * *
2. “ქალი სწორედ მაშინ აღწევს გამარჯვებას, როდესაც მამაკაცისადმი მოულოდნელ მორჩილებას აცხადებსო”.
* * *
3. “როგორც ეტყობა, ყველას სახე იწყებს საიდუმლოს გამომჟღავნებას”.
* * *
4. “სამყარო სამარადისო იდუმალებაა. ჩემთვის პირადად, ადამიანური სინდისი იმაზე დიდ იდუმალებას არ წარმოადგენს, ვიდრე ქიმიური რეაქცია, რომლის წყალობითაც სრულიად ჩვეულებრივი წყალი წარმოიშობა. თუ დამეთანხმებით, რომ ეს ბუნების უდიდესი საიდუმლოა, მაშინ უფრო რთული ბუნების მოვლენები იდუმალების ელფერს დაკარგავენ. ეს სრულიად მარტივი ქიმიური რეაქცია იმ აქსიომათა მსაგვსია, რომელზედაც დასაბამიდან დღემდე გეომეტრიული მეცნიერების უდიდესი ნაგებობაა აღმართული. მატერია და ძალა – აი, სამყაროს მარადიული იდუმალება. ისინი თავს იჩენენ სივრცისა და დროის საიდუმლოებაში. რა თქმა უნდა, თვით მოვლენა იდუმალებად არ ჩაითვლება, იდუმალი მხოლოდ მისი პირველადი საწყისებია – მატერია და ძალა, და შემდეგ – ამ მოვლენათა გავრცელების არე – დრო და სივრცე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. “ნიცშეს ქადაგების მიხედვით, ამქვეყნად ადამიანი წარმატებას ისე ვერ მიაღწევს, თუ არა უკიდურესობით”.
* * *
6. “დროის უძირო სივრცეს ჩავხედე, მაგრამ თავი კი ვერ დავინახე”.
* * *
7. “არავითარი თანასწორობა არ არსებობს”.
* * *
8. “ძალიან გვიან აღმოვაჩინე უძველესი ჭეშმარიტება, რომ ქალები სულ სხვანი არიან, ვიდრე ჩვენ, მამაკაცები. ყველაფერი, რაც წიგნებითა და სხვადასხვა თეორიის მიხედვით შევისწავლე, უკვალოდ ქრება იმ მარადიული ჭეშმარიტების წინაშე, რომ ქალი – ჩვენი შვილების დედაა”.
* * *
9. “თითოეულ სულს საკუთარი აღსარება გააჩნია მხოლოდ თავისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. “უცნაურია ცხოვრება მეტად, დიახ უცნაური, და იცით, მინდა ისე დავტოვო ეს ქვეყანა, რომ ჩემს სმენას სიყვარულის სიმღერა ატკბობდეს…”