“სიბრძნის წუთი”
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში,სიბრძნით განთქმული მოხუცი სამურაი ცხოვრობდა.ერთ დღეს,მაშინ,როდესაც იგი თავის შეგირდებს ავარჯიშებდა,მასთან მივიდა თავისი სისასტიკითა და თავხედობით ცნობილი ახალგაზრდა მებრძოლი,რომლის უმთავრეს “ღირსებას” ადამიანების პროვოცირება წარმოადგენდა: მას,თავისი საშინელი ცინიზმით წყობილებიდან გამოჰყავდა ესა თუ ის ადამიანი,რომლებსაც შემდგომ საბრძოლველად გამოიწვევდა.აღელვებული და შეურაცხყოფილი მოწინააღმდეგე ბრძოლაში იმთავითვე შეცდომებს უშვებდა,რაც საბოლოოდ ცინიკოს მეომართან დამარცხდებით სრულდებოდა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)
ასეთივე მეთოდით სურდა ახალგაზრდა თავხედ მეომარს,სიბრძნით განთქმული ასაკოვანი სამურაის გამოწვევა და ბრძოლაში დამარცხება: იგი,სამურაის მოსწავლეების წინაშე უკანასკნელი სალანძღავი სიტყვებით მიმართავდა,ესროდა ქვებს და დასცინოდა.მიუხედავად ამისა,მოხუცს მისთვის არანაირი ყურადღება არ მიუქცევია და ჩვეულებისამებრ აგრძელებდა შეგირდების გაწვრთნას.საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ,მიხვდა-რა თავხედი ახალგაზრდა არაფერი გამოუვიდოდა,იქაურობას გაეცალა.მასწავლებლის გასაოცარი სიმშვიდითა და თავშეკავებით გაოგნებულმა მოწაფეებმა სამურაის ჰკითხეს:
- რატომ არ გაჰყევი იმ თავხედს ბრძოლაში? ნუთუ შეგეშინდა მასთან შებმა?
გონიერმა სამურაიმ მათ შეკითხვას უმალვე კითხვითვე უპასუხა:
- თქვენთან,რომ ვინმე მოვიდეს საჩუქრით და მას იგი არ გამოართვათ,ვის დარჩება საჩუქარი?
- რაღა თქმა უნდა იმას,ვინაც მოგართვათ იგი, – უპასუხეს მოწაფეებმა.
- სწორედ ასევე იყო ამ შემთხვევაშიც.იგი ჩემთან მოვიდა იმ ზიზღითა და ბოროტებით,რომელიც მე არ მივიღე.შესაბამისად,ის ზიზღი და ბოროტება,რომელიც ჩემთვის უნდა გადმოეცა,ჩემივე თავშეკავებულობით,თანვე უკან წაიღო.ამიტომ,მინდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ,რომ ის რასაც თქვენ სხვისგან არასოდეს აიღებთ,ეკუთვნის მხოლოდ იმას,ვინც იგი შემოგაძლიათ და არა თქვენ. (ავტორი გენია.ჯი)