“სიბრძნის წუთი”
ამერიკის შეერთებული შტატების მეგაპოლისში – ნიუ-იორკში მდებარე “ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში”,ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი ატარებდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას.შეკითხვის არსი მდგომარეობდა იმაში,თუ რა გახლდათ ყველაზე ამაზრზენი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული საკითხის ირგვლივ ყველას თავისი მოსაზრება ჰქონდა: ზოგი რესპოდენტი პასუხობდა,რომ ყველაზე ამაზრზენ მოვლენას “ომი”,”ღალატი” და სხვა უარყოფითი მოვლენები წარმოადგენდნენ.უცაბედად,ჟურნალისტის ყურადღება აეროპორტში მყოფმა ბუდისტმა ბერმა მიიპყრო.როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი,იგი გახლდათ კოერული ბუდისტური ორდენის – “ჩოგეს” ერთ-ერთი ყველაზე სიბრძნით განთქმული ბერი,სახელად – სუნ სანი (1927-2004 წლები).ჟურნალისტი იმავე წუთს მისკენ გაემართა და მასაც ზემოაღნიშნული შეკითხვა დაუსვა:
- რა არის ამ ქვეყნად ყველაზე ამაზრზენი მოვლენა?
სუნ სანმა ჟურნალისტის ყურადღებით დააკვირდა და მის კითხვას შეკითხვითვე უპასუხა:
- თქვენ ვინ ბრძანდებით?
- ჯონ სმიტი, – უპასუხა ჟურნალისტმა.
- ეს თქვენი სახელია.მე გეკითხებით თქვენ ვინ ხართ?
- მე ტელერეპორტიორი ვარ.
- ეს თქვენი სამსახურია.მე მაინტერესებს თქვენ ვინ ხართ?
- ბოლოს და ბოლოს მე ადამიანი ვარ, – უპასუხა გაღიზიანებულმა სმიტმა.
- ეს თქვენი ბიოლოგიური სახეა.მე გეკითხებით ვინ ხართ თქვენ?
როგორც იქნა,ჯონ სმიტი ჩასწვდა ბუდისტი ბერის შეკითხვის არსს.მან საპასუხოდ მოემზადა,თუმცა ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა და დადუმდა.
- აი,თქვენი შეკითხვის სრული პასუხი ბატონო ჟურნალისტო.ამ ქვეყანაზე ყველაზე ამაზრზენია ის,როდესაც ისიც კი არ იცი თუ ვინ ხარ შენ! – მიუგო სიბრძნით განთქმულმა სუნ სინმა ჟურნალისტს და გზა განაგრძო. (ავტორი გენია.ჯი)