“სიბრძნის წუთი”
ერთ-ერთმა სიბრძნით განთქმულმა მოხუცმა ინდიელმა,თავისი პატარა შვილიშვილსათვის ცხოვრების ჭეშმარიტების არსის ახსნა შემდეგი სიტყვებით დაიწყო:
- ყოველ ადამიანში მიმდინარეობს ბრძოლა,რომელიც ძალიან ჰგავს ორ მგელს შორის გამართულ სასტიკ და სისხლისმღვრელ ომს.ამ ბრძოლაში ერთი მგელი წარმოადგენს – ბოროტების,ღალატის,ეგოიზმის,სიცრუის,ამბიციის,უღირსობისა და ყველა ადამიანური ნაკლის სიმბოლოს,ხოლო მეორე მგელი კი გახლავთ – კეთილშობილება,მოწყალება,სიყვარული,იმედი,ერთგულება და ჭეშმარიტება…
- ბოლოს და ბოლოს,რომელი მგელი რჩება ბაბუ მათ ბრძოლაში გამარჯვებული? – ჰკითხა შვილიშვილმა.
მოხუცმა ინდიელმა მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და ბავშვს შემდეგი პასუხი გასცა:
- მათ ბრძოლაში ბაბუ,გამარჯვებული რჩება ის მგელი,რომელსაც ყველზე ხშირად კვებავს ადამიანი. (ავტორი გენია.ჯი)