პოლემონე ილიონელი
პოლემონე ილიონელი - მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ის II საუკუნის პირველ ნახევარში.იგი წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ პერიეგეტს (მოგზაური მწერალი,ავტორი პერიეგეზებისა,სადაც აღწერილი იყო სახმელეთო მოგზაურობების შესახებ ისტორიები),ისტორიკოსსა და ფილოსოფოსს,რომელიც ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ სტოიციზმისა.პოლემონე გახლდათ ვაჟი,ძველბერძენი მილესიასი და დაიბადა ილიონში (უძველესი ტროა).თავისი მეცნიერული მოღვაწეობით იგი მიეკუთვნება ალექსანდრიელ სწავლულთა რიგს.202-181 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა ალექსანდრიაში,სადაც მიწვეულ იქნა ეგვიპტის მმართველის პტოლემე V ეპიფანეს მიერ.იგი იყო პირველი ადამიანი,რომელმაც შექმნა სერიოზული ნაშრომები “პერიეგეტიულ ლიტერატურაში”. (ავტორი გენია.ჯი) მანვე დაამკვიდრა აღნიშნული ახალი ლიტერატურული სტილი და ფართოდ განავრცო კიდეც.შესაბამისად პერიეგეტიულმა ლიტერატურულმა სტილმა ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი დაიმკვიდრა ალექსანდრიულ ეპოქაში.ამავე მიზნით მან საკმაოდ ბევრი იმოგზაურა მთელ საბერძნეთში,წინა აზიაში,სიცილიასა და იტალიაში.მოგზაურობების დროს კი იწერდა ყველა გეოგრაფიულ,ისტორიულ და სხვა ღირშესანიშნავ მოვლენებს.გარდა ამისა აგროვებდა ეპიგრაფიულ და სხვა ანტიკვარულ მასალებს,რომელთაც შეხება ჰქონდათ ხელოვნებასთან,ლიტერატურასთნა და ისტორიასთან.განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საკუთარი კუთხეს ილიონს.მისი უმთავრესი პერიეგეტიული ნამუშევრები სწორედ ილიონზე იყო მიძღვნილი.პოლემონეს აღწერილი ჰქონდა მსოფლიოსა და ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობა – “ათენის აკროპოლი”; წმინდა გზები ათენიდან ელევსინემდე; სიკიონის კოლონადები; სპარტული რელიგიური საჩუქრები და სხვა.ისტორიის კუთხით კი პოლემონე ილიონელმა აღწერა მრავალი ქალაქის დაარსების ისტორია. (ავტორი გენია.ჯი) ძველ დროში მისი ნაწარმოებები და ნაშრომები ძალიან დიდ ფასეულობას წარმოადგენდა.შესაბამისად ისინი დიდი ყურადრების სგანადაც იქცა,რის გამოც ფართოდ იქნა გავრცელებული,განსაკუთრებით ძველ საბერძნეთში.მიუხედავად მის მიერ შექმნილი უამრავი ნაწარმოებისა და ნაშრომისა,ჩვენამდე მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა მოაღწია და ისიც ფრაგმენტებად.