“სიბრძნის წუთი”
ერთ სიბრძნით განთქმულ მოხუცს სტუმრად ახალგაზრდა ყმაწვილი ეწვია.მათ შორის გამართული დიალოგისას,ახალგაზრდა დაინტერესდა თუ რამდენად იდგა ჭეშმარიტებასთან ახლოს გამოთქმა – “ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი”.მცირეოდენი დუმილის შემდგომ მოხუცმა ახალგაზრდა ყმაწვილს დასმულ შეკითხვაზე ასეთი პასუხი გასცა:
” – მინდა გითხრა,რომ,აღნიშნული მოსაზრება სრული ჭეშმარიტებაა და ამის დამტკიცება ძალიან მარტივადაცაა შესაძლებელი.ფულით შესაძლოა იყიდო საწოლი,თუმცა სიზმარს ვერ იყიდი; ფულით შესაძლოა იყიდო საკვები,თუმცა გემოვნებას ვერ იყიდი; ფულით შესაძლოა იყიდო წამალი,თუმცა არა ჯანმრთელობა; ფულით შეაძლოა იყიდო მოსამსახურე,თუმცა არა მეგობარი; ფულით შესაძლოა იყიდო ქალი,თუმცა არა სიყვარული; იყიდო სახლი,მაგრამ არა ოჯახი; იყიდო გართობა,თუმცა არა სიხარული; იყიდო განათლება,მაგრამ არა ჭკუა, და ამ სიის გაგრძელება კიდევ უსასრულოდ არის შესაძლებელი”. (ავტორი გენია.ჯი)