აპოლოდორე ათენელი

აპოლოდორე ათენელი - დაიბადა,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 180 წელს ალექსანდრიაში.იგი წარმოადგენდა იმ დიდ ძველბერძენ მითოგრაფს,ლექსიკოგრაფ-კომენტატორს,გრამატიკოსსა და ისტორიკოსს,რომელმაც ფილოსოფიაში სწვალის კურსი გაიარა სტოიციზმის მიმდევარ დიოგენესთან,ხოლო გრამატიკის კურსი,დიდ ძველბერძენ გრამატიკოსთან – არისტარქესთან. ძვ.წ.აღ-ით 146 წელს წავიდა (ან გაიქცა) ალექსანდრიიდან,მცირე აზიის სანაპიროზე მდებარე,ანტიკური ხანის ქალაქ პერგამონში (ისტორიული მიზია.თანამედროვე თურქეთი),რის შემდეგაც გადავიდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში,სადაც საბოლოოდ დამკვიდრდა კიდეც.მისი შემოქმედებიდან ძირითადად სპეციალისტები გამოყოფენ,ნაწარმოებებს ღმერთების,ეპიტომოლოგიის,მითოლოგიისა და ქრონიკების შესახებ,რომლებიც შედგენილ იქნა იამბიკოებით (ძველ ბერძნულ პოეზიაში ლექსი,რომელიც შედგება იამბებისაგან და სახუმარო და დაცინვითი შინაარსისაა).გარდა ამისა წერდა კომენტარებსაც. (ავტორი გენია.ჯი) მის ერთ-ერთ უმთავრეს მითოლოგიურ ნაწარმოებად მიჩნეულია 3 წიგნად შედგენილი ნაწარმოები,სახელწოდებით – “ბიბლიოთეკა”,რომლის დიდმა ნაწილმაც საბედნიეროდ დღემდე მოაღწია.მასში მოყვანილია მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების მითები,დაწყებული ღმერთების თემატიკით,დამთავრებული ოდისევსის მითით.აპოლოდორეს სხვა ნაწარმოებებიდან მხოლოდ რამდენიმე ფრაგნეტი არის შემორჩენილი,ისიც ნაწყვეტებად.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ძველ საბერძნეთში არსებობდა დღემდე უცნობი ძველბერძენი მწერალი,რომელსაც მისივე წერის სტილის გამო,რომელიც ძალიან ჩამოჰგავდა აპოლოდორეს წერის სტილს,შეცდომით აიგივებდნენ აპოლოდორე ათენელთან,რის გამოც მას “ფსევდო-ოპოლოდორედ” მოიხსენიებენ.შემდგომ საუკუნეებში მრავალი ავტორი ეცადა,შემორჩენილი ტექსტებიდან და სხვა ავტორთა გადმოცემული წყაროებიდან აპოლოდორეს შესახებ,რესტავრირება მოეხდინათ მისი ნაწარმოებებისა,თავად ავტორისვე წერის სტილით,თუმცა ეს ვერ მოხერხდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,XIX საუკუნის დიდი გერმანელი რომანტიკოსი პოეტის,პუბლიცისტისა და კრიტიკოსის ჰაინრიხ ჰაინეს მეცადინეობით,გამოიცა გიოტინგემის საუნივრსიტოტო ქალაქში აპოლოდორეს მითოლოგიური ნაწარმოები “ბიბლიოთეკა”.შემდგოში კი მისი ნაწარმოებები გამოიცა სხვადსხვა ქალაქებსა და ქვეყნებსიც,მათ შორის პარიზში 1841 წელს.აპოლოდორე ათენელი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 120 წელს ათენში.