ჯორჯ ორუელის გენიალური რომანიდან – “1984″
“პარტია ძალაუფლებას მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებისთვისვე ესწრაფვის.ჩვენ სხვების სიკეთე არ გვანაღვლებს,ჩვენ მხოლოდ ძალაუფლებას ველტვით.არა სიმდიდრე,არა ფუფუნება,არა ხანგრძლივი ცხოვრება ან ბედნიერება,არამედ ძალაუფლება,წმინდა ძალაუფლება.თუ რას ნიშნავს წმინდა ძალაუფლება,ახლა გაიგებთ.ჩვენ განვსხვავდებით წარსულის ყველა ოლიგარქიისაგან იმით,რომ ვიცით,რას ვაკეთებთ.ყველა სხვა – მათ შორის ისეთებიც,ვინც რაღაცით გვგავდა – მხდალები და ფარისევლები იყვნენ.გერმანელი ნაცისტები და რუსი კომუნისტები ძალზე მოგვიახლოვდნენ თავ-თავიანთი მეთოდებით,მაგარამ მათ არასოდეს ჰყოფნიდათ გამბედაობა,გაეცნობიერებინათ თავ-თავიანთი მამოძრავებელი მოტივები.თავი ისე ეჭირათ,ან ეგებ სწამდათ კიდეც,რომ ხელისუფლების სათავეში თავისდა უნებურად და მხოლოდ გარკვეული დროით მოვიდნენ და რომ სადღაც სულ ახლოს ელოდათ სამოთხე,სადაც ადამიანები თავისუფლები და თანასწორნი იქნებოდნენ.ჩვენ ასე არ ვართ,ჩვენ ვიცით,რომ არასოდეს არავინ იგდებს ხელთ ძალაუფლებას იმ განზრახვით,რომ შემდეგ საკუთარი ნებით გადააბაროს სხვას.ძალაუფლება საშუალება კი არ არის,საბოლოო მიზანია.დიქტატურას იმისთვის არ ამყარებენ,რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ,სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით,რომ დიქტატურა დამყარდეს.დევნის მიზანი დევნაა,წამების მიზანი – წამება,ძალაუფლების მიზანი – ძალაუფლება”.
***
” – თავისთავად ტკივილი ყოველთვის საკმარისი არ არის.არის შემთხვევები,როცა ადამიანი ტკივილს თვით სულის ამოხდომამდე უძლებს.მაგრამ თითოეულისთვის არსებობს რაღაც აუტანელი,რაღაც ისეთი,რომელსაც ვერანაირად ვერ გაუსწორებს თვალს.სიმამაცე და სიმხდალე აქ არაფერ შუაშია.როცა სადღაც ვარდები,თოკისთვის ხელის ჩავლება სიმხდალე არ არის.ღრმა წყლიდან ამოყვინთვის შემდეგ ფილტვების გავსება ჰაერით სიმხდალეს არ წარმოადგენს.ეს,უბრალოდ,ინსტიქტია,რომელსაც არ შეიძლება არ დაემორჩილო”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“მორჩილება საკმარისი არ არის – უნდა გიყვარდეთ”.
***
“თუ საიდუმლოს შენახვა გსურს,საკუთარ თავსაც უნდა დაუმალო”.
***
“კაცობრიობა პარტიაა”.
***
“თქვენ ფიქრობთ,რომ სიძულვილი უფრო სასრულია,ვიდრე სიყვარული? ვითომ რატომაო? და რომც ყოფილიყო,მერე რა? ჩათვალეთ,რომ ჩვენ უფრო სწრაფად ამოვწურავთ სიცოცხლეს.ჩათვალეთ,რომ ჩვენ დავაჩქარებთ ადამიანის სიცოცხლის ტემპს ისე,რომ ოცდაათი წლის ასაკში ის უკვე მიხრწნილი იქნება.მერედა,თქვენთვის რა? ნუთუ არ შეგიძლიათ გაიგოთ,რომ ერთი კაცის სიკვდილი სიკვდილი არ არის? პარტია უკვდავია”.
***
“უპირველესი,რისი გაგებაც თქვენ გმართებთ,ისაა რომ აქ არანაირი მოწამეობა არ არსებობს.წაკითხული გექნებათ წარსულის რელიგიური დევნის შესახებ.შუა საუკუნეებში იყო ინკვიზიცია.ის დამარცხდა.თითქოს ერესის აღმოსაფხვრელად იშვა,საბოლოოდ კი,მარადიული არსებობა მიანიჭა.კოცონში დამწვარი ყოველი ერეტიკოსის ადგილზე ათასი სხვა ერეტიკოსი ჩნდებოდა.რატომ? იმიტომ,რომ ინკვიზიცია თავის მტრებს დაუფარავად ხოცავდა,კლავდა მანამდე,სანამ ისინი მოინანიებდნენ.არსებითად,კლავდა მოუნანიებლობის მიზეზით.ადამიანებიც იხოცებოდნენ,რაკი თავის ჭეშმარიტ რწმენაზე უარს არ ამბობდნენ.ბუნებრივია,მთელი დიდება მსხვერპლის მხარეზე რჩებოდა,მთელი სირცხვილი კი – მათთვის კოცონების შემნთები ინკვიზიციის მხარეზე.ნოგვიანებით,მეოცე საუკუნეში იყვნენ ტოტალიტარები (ასე უწოდებდნენ მათ): გერმანელი ფაშისტები და რუსი კომუნისტები.რუსები ერეტიკოსებს ინკვიზიციაზე უფრო სასტიკად სდევნიდნენ.ისიც კი წარმოიდგინეს,თითქოს წარსულის შეცდომებზე ისწავლეს.თუმცა ერთს კი ყველა შემთხვევაში მიხვდნენ: თავისი მოქმედებით არ უნდა შეექმნათ მარტვილი,როგორც ასეთი.ვიდრე მორიგ მსხვერპლს საჯაროდ გაასამართლებდნენ,მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მის ღირსებას.მანამდე ღლიდნენ მას წამებითა და მარტოობით,სანამ საზიზღარ მოკუნტულ არამზადად აქცევდნენ,ყველაფერს რომ არიარებდა,რასაც კი პირში ჩასტენიდნენ.ესენიც თავს ლაფს ისხამდნენ,ერთმანეთს უდაფრდებოდნენ და ბრალს სდებდნენ,შეწყალების თხოვნაში ძირს გართხმულ ქვეწარმავლებივით იკლაკნებოდნენ.მიუხედავად ამისა,რამდენიმე წლის შემდეგ იგივე მეორდებოდა.გარდაცვლილები წამებულნი ხდებოდნენ,მათ დაცემას კი ივიწყებდნენ.კიდევ ერთხელ: რატომ ხდება ასე? უპირველეს ყოვლისა,იმიტომ,რომ მათ მიერ ნათქვამი აღსარებები აშკარად ძალდატანებითი და ყალბი იყო.ჩვენ ასეთ შეცდომებს არ ვუშვებთ.აქ ნათქვამი ყველა აღსარება ნამდვილია.ჩვენ ვაქცევთ მათ ნამდვილად.რაც მთავარია,არ ვუშვებთ იმას,რომ მკვდარი ჩვენს წინააღმდეგ აღდგეს”.
***
“ჩვენ ძალაუფლების მღვდლები ვართ.ჩვენი ღმერთი ძალაუფლებაა”.
***
“რაც უნდა გაიგოთ,არის ის,რომ ძალაუფლება ნიშნავს ძალაუფლებას ადამიანებზე,მათ სხეულზეც,რასაკვირველია,მაგრამ,უწინარეს ყოვლისა,მათ გონებაზე”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“ნამდვილი ძალაუფლება,რომლისთვისაც ჩვენ დღედაღამ უნდა ვიბრძოლოთ,არის ძალაუფლება ადამიანებზე”.