მიგელ დე სერვანტეს საავედრა ამბობდა…

“ჩემი ცხოვრება და ჩემ მიერ ჩადენილი საქმეები – აი,ჩემი სისხლის სიწმინდის საბუთები; ადამიანს გამოაჩენს საქმენი მისნი.თქვენ გინდათ იმის საბუთები,რომ ჩემში წმინდა სისხლი ჩქეფს? გავიწყდებათ ესპანელი ჯარისკაცების დამსახურებანი.მე ვდგავარ აქ,თქვენ წინაშე, და მოგაგონებთ,შეხედეთ ამ ხელს,ეს ხელი შევწირე ესპანეთის დიდებას.თქვენ გაინტერესებთ,თუ როგორი სისხლი მაქვს? გადაფურცლეთ ჩემი ცხოვრება და იქ ამოიკითხავთ!” (სერვანტესის მიერ წარმოთქმული სიტყვა – “სიწმინდის პალატაში”)

***

“სიტყვა ა რ ა მხოლოდ ერთი ასოთია უგრძესი,ვიდრე – კ ი”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“როცა გაჯოხვაზეა ლაპარაკი,მაქვს პატივი მოგახსენოთ: ორი ათასი – ეს ფრიად მნიშვნელოვანი რიცხვია,ორი ათასი მუსლიმანური ჯოხი,ჩემო მეგობრებო,ყველაზე ცოდვილ კათოლიკესაც კი მიანიჭებს მოწამის გვირგვინს.უკვე ვხედავდი ჩემს თავს ხელში ბზის რტოთი,წარმდგარს სამოთხის კარზე წმინდა კრებულის ახლოს.უნდა გამოგიტყდეთ,ვფიქრობდი აგრეთვე იმ ტანჯვათა შესახებაც,რომელიც უნდა განმეცადა ზეცად ამაღლებამდის.ეს ტანჯვა-წამება უნდა გამეზიარებინა საცოდავი მწერებისთვისაც,რომლებიც მეხვივნენ მაშინ.მათ კი არავითარი იმედი არ ჰქონდათ ჯილდოს სახით მიეღოთ სამოთხის ნეტარება.ამგვარად,ძმებო,ხმამაღლა გამოვთქვი სიბრალული და გულისტკივილი სვენავსი რწყილებისა და ტილებისათვის,რომლებიც არც იმდენად მაძღრად ნაყრდებოდნენ ჩემი გაძვალტყავებული სხეულის სისხლითა და ხორცით.ნამდვილი მჭერმეტყველებით ვევედრებოდი მსაჯულებსა და ჯალათებს შეებრალებინათ ალალ-მართალი,ისედაც ბედდაცარული მკბენარები,ჩემთან ერთად არ გაეჯოხათ ისინი და გადაერჩინათ დაღუპვისაგან ქარიშხლის დროს,რასაც ისინი სულაც არ მოელოდნენ,რაც არაფრით არ დაემსახურებინათ”. (არაბთა ტყვეობის მოგონებებიდან)

***

“ყოველი მამაკაცი სერიოზული უნდა იყოს”.

***

“ბატონებო,ნება მომეცით დავუბრუნდე ჩემს წინანდელ ცხოვრებას,რომ აღვდგე მკვდრეთით.ყველა უნდა აკეთებდეს იმ საქმეს,რისთვისაც დაბადებულა.უკეთესია ფრთები შევიკვეცოთ,მიწაზე დავბრუნდეთ და ვიაროთ საკუთარი ფეხებით”.

***

“მარტოოდენ პოეტობა,ვფიქრობ,არ არის ძლიერ კარგი.პოეზიას ისე უნდა მოვეპყროთ,როგორც უძვირფასეს საუნჯეს,რომელიც პატრონმა ყოველდღე როდი უნდა ატაროს და ყოველ წუთს აჩვენოს ყველასა და თითოეულს: იგი უნდა გამოვიტანოთ და დავანახოთ ხალხს,როცა ულამაზესი ქალწულია,უმანკო,თავმდაბალი,ჭკვიანი,ცოცხალი და მოსიყვარულე გული,რომელიც არასოდეს გადალახავს კეთილგონიერების მიერ დაწესებულ მიჯნებს.მას მოსწონს უდაბური ადგილები,მას ართობს მჩქეფარე ნაკადულები,ველ-მინდვრებს მისთვის აღტაცება მოაქვს,მას ახალისებს ნორჩი ხეები,ახარებს ვარდ-ყვავილები, – ერთი სიტყვით,პოეზია გვასწავლის ცხოვრებას,აღგვაფრთოვანებს,მარად გზას გვიკვლევს ცისკენ და გვხდის რჩეულად ამ ქვეყანაზე”. (ავტორი გენია.ჯი)