ჯორჯ ორუელის რომანიდან – “1984″

” – სწორია,ტანჯვის მიყენებით მორჩილება საკმარისი არ არის.თუ ადამიანი არ იტანჯება,როგორ დარწმუნდები,რომ შენს ნებას ემორჩილება და არა თავისას? ძალაუფლება მჟღავნდება ტკივილისა და დამცირების მიყენებაში.ძალაუფლება მჟღავნდება ადამიანური გონების ნაწილაკების დაფლეთაში,შემდეგ კი ისევ შეერთებაში დამფლეთის ნებით არჩეული ყალიბით.ახლა იწყებთ დანახვას,რანაირ სამყაროს ვაშენებთ? ეს სამყარო ზუსტი ოპოზიტია ბრიყვული ჰედონისტური უტოპიებისა,ძველი რეფორმატორები რომ მიელტვოდნენ.შიშის,ღალატისა და ტანჯვის სამყარო,თავის დახვეწასთან ერთად უფრო ნაკლებად კი არა – უფრო მეტად შეუბრალებელი რომ ხდება. (ავტორი გენია.ჯი) ჩვენი სამყაროს პროგრესი იქნება პროგრესი მეტი ტკივილისაკენ.ძველი ცივილიზაციები ამტკიცებდნენ,სიყვარულსა და სამართლიანობაზე ვართ აგებულიო.ჩვენი ცივილიზაცია კი სიძულვილს ეყრდნობა.ჩვენს სამყაროში მხოლოდ შიში,აგრესია,ტრიუმფი და თავის დამცირება იმეფებს.სხვა ყველაფერს ჩვენ დავანგრევთ,ყველაფერს.უკვე ვანგრევთ რევოლუციისწინა პერიოდიდან შემორჩენილ აზრობრივ ჩვევებს.გავწყვიტეთ კავშირები შვილსა და მშობელს,ადამიანსა და ადამიანს,კაცსა და ქალს შორის.ამიერიდან ვეღარავინ ენდობა ცოლს,შვილს ან მეგობარს.ბავშვები დედებს დაბადებისთანავე წაერთმევათ,როგორც კვერცხები ერთმევა ქათამს დადებისთანავე.აღმოიფხვრება სქესობრივი ინსტიქტი.გამრავლება ისეთივე ყოველწლიური ფორმალობა იქნება,როგორიც კვების ბარათის გამოცვლა.ორგაზმს გავაუქმებთ.ჩვენი ნეიროლოგები უკვე მუშაობენ ამაზე.არ იარსებებს არანაირი ლოიალობა,გარდა ლოიალობისა დიდი ძმის მიმართ.სიცილიც მხოლოდ ერთადერთი სახის იქნება: სიცილი დამარცხებულ მტერზე.გაუქმდება ყოველგვარი ხელოვნება,ლიტერატურა,მეცნიერება.როცა ყოვლისშემძლე ვიქნებით,მეცნიერება აღარ დაგვჭირდება.აღარ იქნება სხვაობა სილამაზესა და სიმახინჯეს შორის.არ იარსებეს ცნობისწადილი,სიცოცხლის პროცესის არანაირი გამოყენება.გაუქმდება ყველა შეჯიბრებითი სახის სიამოვნება.მაგრამ ყოველთვის – ეს კარგად დაიმახსოვრეთ,უინსტონ, – ყოველთვის იქნება ძალაუფლების საწამლავი; მუდმივად მზარდი,უფრო და უფრო დახვეწილი ძალაუფლებისა.მუდამ,ყოველ წუთს და წამს,იძგერებს გამარჯვების ვნება,დაუძლურებული მტრის გასრესის განცდა.თუ მომავლის წარმოდგენა გსურთ,წარმოიდგინეთ ჩექმა,რომელიც ურტყამს ადამიანის სახეს.

და არ დაგავიწყდეთ,რომ ეს სამუდამოა.სახე მუდამ იქნება,რათა ზედ ურტყან.ერეტიკოსი და საზოგადოების მტერიც მუდამ იქნება,რათა დაამარცხონ და დაამცირონ.გაგრძელდება ის ყველაფერი,რაც ჩვენს ხელში გამოიარეთ, და ამაზე უარესიც.არასოდეს შეწყდება თვალთვალი,დასმენა,დაპატიმრება,წამება,დახვრეტა,გაქრობა.ეს ისევე იქნება ტერორის სამყარო,როგორც ტრიუმფისა.რაც უფრო გაძლიერდება პარტია,მით ნაკლებ შემწყნარებელი იქნება,რაც უფრო დასუსტდება ოპოზიცია – მით უფრო იმძლავრებს დესპოტიზმი.გოლდსტეინი და მისი ერესიც მუდამ იარსებებს.ყოველდღე,ყოველწამიერად მოხდება მათი დამარცხება,დისკრედიტირება,აბუჩად აგდება,ტალახსა და ფურთხში ამოთხვრა… და მაინც: ისინი მუდამ იარსებებენ.ის სპექტაკლი,რაც მე თქვენ შვიდი წლის განმავლობაში გეთამაშეთ,კიდევ და კიდევ განმეორდება,თაობიდან თაობამდე,უფრო და უფრო დახვეწილი ფორმით.მუდამ გვეყოლება ერეტიკოსი,რომელსაც შევიბრალებთ და რომელიც ტკივილით იღრიალებს,დამსხვრეული და საზიზღარი,ბოლოს კი,ბოლომდე მონანიებული და საკუთარი თავისგან გათავისუფლებული,საკუთარი ნებით მოგვიცოცდება ფეხებთან.აი,სამყარო,რომელსაც ჩვენ ვქმნით.უინსტონ: გამარჯვებიდან გამარჯვებამდე,ტრიუმფიდან ტრიუმფამდე და კიდევ ტრიუმფამდე მოარსებე სამყარო,ძალაუფლების ნერვზე თავისი გამუდმებული,გამუდმებული,გამუდმებული დაწოლით.როგორც ვხედავ,თქვენ იწყებთ იმის გაგებას,რა სამყარო იქნება ეს.თუმცა ბოლოს უფრო მეტსაც იზამთ,ვიდრე გაგებაა: თქვენ მას მიიღებთ,მიესალმებით,მის ნაწილად იქცევით”. (ავტორი გენია.ჯი)