შარლოტა ბრონტეს რომანიდან – “ჯეინ ეარი”

“წმინდა პავლეს მსგავსად ვაღიარებ,რომ ცოდვილთა შორის უცოდვილესი ვარ.მაგრამ ჩემს თავს არ ვაძლევ უფლებას,რომ პირადი სიმდაბლის შეგრძნებამ დამაშინოს.მე ვიცნობ ჩემს წინამძღოლს (ღმერთს); ვიცი,რომ იმდენადვე სამართლიანია,რამდენადაც ყოვლისშემძლე; და რადგან მან თავისი დიადი საქმის შესასრულებლად სუსტი იარაღი შეარჩია,უსასრულო შესაძლებლობებით ბოლომდე შეავსებს იმას,რაც დააკლდა მის მსახურს.იფიქრეთ ჩემსავით.გწამდეთ ჩემსავით.გევედრებით,დაეყრდნოთ საუკუნეთა კლდეს – ქრისტიანულ სარწმუნოებას; ნუ იქნებით ეჭვებით შეპყრობილი და ის დაგეხმარებათ ადამიანური სისუსტის ტვირთის ტარებაში”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“ჩვენს ბედნიერებას ისიც აძლიერებს,რომ ჩვენთვის საყვარელი ადამიანებიც თავს ბედნიერად გრძნობენ”.

***

“ვიცი რას ნიშნავს ცოცხლობდე მხოლოდ მისთვის,ვინც ამქვეყნად ყველაზე მეტად გიყვარს”.

***

“ერთხელ და სამუდამოდ ამოიგდეთ გულიდან ადამიანი და მიანდვეთ გული ჩვენს შემქმნელს და სულიერი სამეფოს წინსვლა დედამიწაზე თქვენი ძირითადი სიამოვნება და მიზანი იქნება”.

***

“ადამიანის მოვალეობაა აპატიოს თავის მოძმეს,თუნდაც სამოცდამეჩვიდმეტეჯერ”.

***

“იქ სადაც ბრძანების ძალა შეგწევს,მორჩილებას ყოველთვის იპოვი”. (ავტორი გენია.ჯი)