ვაჟა-ფშაველა წერდა…
“იქ ვინ ნახა თავისუფლება,საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან,არც მაუბნებენ,არც მამღერებენ,არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდე?! – სხვას არაფერს,გარდა ზიზღისა,მძულვარებისა.მოწამლულ-მოშხამულია ჩემი სიცოცხლე,ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას,სიძულვილს და ვწყევლი იმ ძალებს,იმ მგლებს,რომელნიც ყველა ზემორე აღნიშნულ საქმეში ხელს მიშლიან,წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე შემთხევვას შევმუსრო ისინი… როცა ეს დრო დგება და მეც მოქმედებას ვიწყებ ამ ძალთა შესამუსრავად,დასათრგუნად,მაშინვე იწყება ჩემი თავისუფალი ცხოვრება; აქ არის დასაწყისი თავისუფლებისა. და უკეთუ ვითმენ,ხმას არ ვიღებ,არაფერს ვამბობ,მაშინ ვარ მონა,არა მძულს ჩემი მჩაგვრელი ძალა; იქნება მძულს კიდეც,მაგრამ ამ მძულვარებას გულში ვმალავ; მაშინ ვარ ლაჩარი,უფრო საზიზღარი,ვიდრე მონა.არა,მძულვარება როცა უკიდურესობამდეს მიდის,მაშინ ლაჩრული გრძნობა ისპობა,მაშინ ამბობს ადამიანი: ან მოვკვდები,ან ვძლევ ჩემს მტანჯველთ!..” (ავტორი გენია.ჯი)
***
“ძალიანაც რომ ეწადოს,ადამიანის ტვინს დაჩემებული აქვს ფიქრი,ეს მისი თვისებაა.ფიქრია ტვინის სიცოცხლე.იგი ძილის დროსაც არ ასვენებს ადამიანს და სხვადასხვა სურათებს უხატავს,ხოლო,როცა ადამიანი კვდება,მისი წილი ფიქრიცა კვდება,რამდენი კარგი თუ ავი ფიქრი განისვენებს დედამიწის გულ-მკერდში უხმოდ,უსიტყვოდ!..”
***
“თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის.იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა,განხორციელებაა ნებისა,აზრისა,გრძნობისა და არა განსვენება,უქმად ყოფნა.თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.სადაც არაა პიროვნება თავისუფალი,იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში რა თქმა უნდა პიროვნებაც მონაა,უთავისუფლო,სხვის ხელში სათამაშო ნივთი”. (ავტორი გენია.ჯი)