ან და სერჟ გოლონების რომანიდან – „ანჟელიკა”
1. „როცა სიკვდილის წუთი ახლოვდება, ღვთის მიერ შექმნილი ყოველი არსება, ყველაზე ცოდვილიც კი, ჩვენი თანაგრძნობის ღირსია”.
(ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „უმეცრება მავნებელი კი არა, დანაშაულია ყველა საქმეში”.
* * *
3. „სულელს რომ ყური დავუგდოთ, ყველა ღუმელს სატანის სუნთქვად გადააქცევს”.
* * *
4. „ – არა, ამ სამყაროში ჩემთვის ადგილი არ არის”.
* * *
5. „გაჭირვება იგივეა, რაც ომი, რომელიც, როგორც ახლა ბრძანეთ, წარმოადგენს ბოროტებას, რითაც ღმერთმა ისურვა ხალხის დასჯა პირველი ცოდვის გამო. და აღვსდგეთ იმ ტვირთის წინააღმდეგ, მხრებზე რომ გვაწევს – ნიშნავს აღვსდგეთ იმის წინააღმდეგაც, რაც ღმერთს დაუკანონებია!..”
* * *
6. „ – გიიომ, აი შენ უბრალო სალდათი ხარ და მითხარი: როგორ უნდა მოიქცე, თუ ბოროტი და მშიშარა ადამიანს შეხვდები?
- უცნაური შეკითხვაა ბავშვისაგან! მაგრამ რახან მეკითხებით, გიპასუხებთ: ბოროტი უნდა მოკლათ, ლაჩარს კი გაქცევის საშუალება მისცეთ”.
* * *
7. „ – ძნელია, შვილო ჩემო, ძველი და ახალი სამყაროს სიავკარგის სასწორზე აწონა”.
* * *
8. „ძალიან ძნელია ახალ სარწმუნოებაზე მოქცევა ადამიანებისა, რომელთა რელიგია ემყარება უძველეს ცრურწმენებს, ადამიანებისა, რომლებიც მარტო თავის თავს თვლიან უცოდველებად”.
* * *
9. „ – ნუ გიხარიათ დროზე ადრე”. (ავტორი გენია.ჯი)