ამონარიდები ლევან გოთუას რომანიდან – „მითრიდატე”
„არაფერს ისე არ სჭირდება ისეთი წინდახედული წესი, როგორიც ხელისუფლებას, რომ მისი ძალა ძალადობად არ გადაიქცეს”.
* * *
„არ უნდა კვდებოდნენ კეთილი ადამიანები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – დიდი სასწაულია წერა-კითხვა! ოღონდ ესაა – კაცმა წერა რომ ისწავლა – მეხსიერება შეუსუსტდა. იქამდე სულ ზეპირი წიგნები იყო! მე რა მიჭირს, ჩემს მეხსიერების წიგნს მაინც ვკითხულობ. შენ იკითხე! ღმერთებმა გიმფარველონ! ახლა დაუდარდებლად წადი! მშვიდობას გეტყვი! ჩემს წილსაც დაგაბარებ. უფლის ერს ეპატრონე, სიბრძნე და სათნოება მოიხვეჭე, ნეტართ პატივი ეცი, ღარიბნი დააპურე, ბავშვნი შეივრდომე. ყველა ბედისწერას გაიძახის, ყოველ ადამიანს კი თავისი კეთილი მოწოდების წერაც გააჩნია! ჰოდა, ბედისწერას ებრძოლე, მოწოდების წერას კი ნუ ეღალატები! კაცი, რომ დაბრმავდება ბევრ რასმე მერმე უფრო ხედავს! ქართულ მიწაზე იარე – ეს არის შენი ნიადაგი! ნუ განდიდდები და ნურასოდეს დაეყრდნობი შიშის ძალას!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – განა ადამიანთა აღდგომა-გაცოცხლება არ ძალუძთ ღმერთებს, მაგრამ არ ჩადიან ამას! აღარც არის საჭირო! ქვეყანაზე მეტად ცოტანი არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ნამდვილად არ ყოფნით ერთი სიცოცხლე. დანარჩენი ჩვეულებრივი სიხარბეა! მაგრამ, ჩემგან იცოდე, ერთია აღდგომა, მეორეა – მეორედ მოსვლა, მესამეა და სულ სხვა – უკვდავება სულისა!”