პიტერ კორნელისონ ჰოფტი
პიტერ კორნელისონ ჰოფტი - დაიბადა 1581 წლის 16 მარტს,ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში,ვაჭრის ოჯახში.იგი წარმოადგენდა გამოჩენილ ნიდერლანდელ პოეტს,დრამატურგსა და ერთ-ერთ ტიპიურ წარმოამდგენელს ლიტერატურული რენესანსისა (ოქროს საუკუნე).იგი მფლობელი გახლდათ საყოველთაოდ ცნობილი და დღემდე ყველაზე კარგად შემონახული შუასაუკუნეების ნიდერლანდული მიოიდერსლოტის ციხე-სიმაგრისა.პიტერი მოგზაურობის დიდი მოყვარული გახლდათ და მან საკმაოდ ბევრი იმოგზაურა იტალიაში.გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა მსოფლიოს ულამაზეს ქალაქებში – ვენეციასა და ფლორენციაში.გარდა ლიტერატურული თვითშემოქმედებისა იგი თარგმნიდა ნიდერლანდულ ენაზე,უდიდესი იტალიელი პოეტის – პეტრარკას,ისტორიკოსის – ტაციტუსის და სხვა ანტიკური ხანის მწერლების შემოქმედება. (ავტორი გენია.ჯი0 ჰოფტი – დღემდე მიიჩნევა ნიდერლანდებში რენესანსის იდეების ერთ-ერთ უმთავრეს გამტარებლად.იგი ხელმძღვანელობდა არისტოკრატულ ჯგუფს ამსტერდამში რენესანსის იდეების მიმდევრებისა,რომელშიც შედიოდა მრავალი დიდი მწერალი და მხატვარი “ოქროს საუკუნისა”.
მისი პოეზიის უმტავრეს შემოქმედებით მოტივს სასიყვარულო ჟანრის ლექსები წარმოადგენდა.მის მიერ შექმნილი დრამები კი გამოირცეოდა მარტივი,ნათელი და ლაკონური ენით.მათ შორის კი განსაკუთრებით გამოარჩევენ 1605 წელს დაწერილ “Granida”-ს,1612-1613 წლებში დაწერილ “Geeraedt van Velsen”-ს და 1616-1617 წლებში დაწერილ დრამას “Baeto”-ს.გარდა ამისა იგი გახლდათ ისტორიკოსი ნიდერლანდების (ესპანელთაგან) განმათავისუფლებელი მოძრაობისა,რომელსაც რამდენიმე ისტორიული ნაშრომი მიუძღვნა. (ავტორი გენია.ჯი) მისი შეხედულებები წინააღმდეგობაში მოდიოდა უდიდეს ნიდერლანდელი პოეტისა და დრამატურგის – იოსტ ვან დენ ვონდელის მსოფლმხედველობასთან და სხვა იმ ეპოქის ნიდერლანდელ მწერლებთან.მისთვის ყოვლად მიუღებელ დოგმატებს წარმოადგენდა “ქრისტიანული მართლმადიდებლობა” და დიდი მხარდამჭერი გახლდათ “სტოიციზმის” და “ეპიკურიზმისა”.პიტერ კორნელისონ ჰოფტი გარდაიცვალა 1647 წლის 21 მაისს,66 წლის ასაკში ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში.