ანტონ ჩეხოვი – “ცოლს წაეჩხუბა”

- ეშმაკმა წაგიღოთ,შინ ძაღლივით მშიერი ბრუნდები და ესენი კი,ეშმაკმა უწყის,რა სადილებით გიმასპინძლდებიან.შემჩნევასაც ვერ მისცემ.იტყვი რამეს და იმწამსვე ატყდება ტირილი,ცრემლები… სამგზის წყეული ვიყო ცოლის შერთვისათვის…

თქვა ეს სიტყვები ქმარმა,კოვზი თეფშზე დაანარცხა,წამოხტა და გააფთრებულმა კარი გაიჯახუნა.ცოლი ატირდა.სახეზე ხელსახოცი აიფარა და ოთახიდან გავიდა.სადილი დამთავრდა.ქმარი კაბინეტში შევიდა,დივანზე მიეგდო და თავი ბალიშში ჩარგო. (ავტორი გენია.ჯი)

- რა ეშმაკად შევირთე ცოლი, – გაიფიქრა, – ვერაფერს იტყვი,ნამდვილი ოჯახური სიტკბოებაა,რაღა… ცოლის შერთვაც ვერ მოვასწარი,რომ თავის მოკვლაზე ვფიქრობ.

თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ კარს უკანმსუბუქი ნაბიჯის ხმა გაისმა.

- დიახ,ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია!.. შეურაცხყოფა მომაყენა,თავმოყვარეობა შემილახა,ახლა კარს უკან დგას და შერიგება სურს.მაგრამ ვერ მივართვი,უმალ თავს ჩამოვიხრჩობ და არ შევურიგდები.

კარი ნელი ჭრიალით გაიღო და არ დახურულა.ოთახში ვიღაც შემოვიდა და მორიდებული,მსუბუქი ნაბიჯით სავარძლისაკენ გაემართა.

-დიახ,დიახ,ბოდიში მოიხადე,მევედრე,იღრიალე,ნურას უკაცრავად! აი,მძინავს და ლაპარაკიც არ მსურს,თუნდ მოვკვდე,ერთ სიტყვას არ გეტყვი.

ქმარმა თავი ბალიშში ღრმად ჩარგო და ნელი ხვრინვა ამოუშვა.მაგრამ ქალების არ იყოს,ზოგჯერ კაცებიც გულჩვილნი არიან.მათი განაწყენებაც ადვილია და გულის მოლბობაც… იგრძნო თუ არა უკან თბილი სხეული,ქმარი დივნის ზურგისაკენ ჯიუტად მიიწია და ფეხი გაიქნია. – ჰო,ახლა მოძვრება,მეფერება,მეკვრის,თავს იმცირებს,მალე მხარზე კოცნასაც დავიწყებთ,დავიჩოქებთ… ვერ ვიტან ამ გრძნობიერ სცენებს.მაგრამ მაინც,რაც უნდა იყოს,უნდა ვაპატიო.იგი ახლა ისეთ მდგომარეობაშია,რომ აღელვება აწყენს.ერთ საათს კიდევ გავაწვალებ და მერე ვაპატიებ.

ყურთან მძიმე ოხვრა გაისმა… მეორე,მესამე… ქმარმა იგრძნო,როგორ შეეხო მის მხარს პაწაწა ხელი.

- ეჰ,რაც იყო,იყო,ვაპატიებ ამ უკანასკნელად,მით უფრო,რომ თვითონ ვარ დამნაშავე,უმნიშვნელო რამეზე ავტეხე ჩხუბი.

- კმარა,ჩემო პატარავ!

ქმარმა უკან გაიწვდინა ხელი და თბილ სხეულს მოეხვია.

- ფუკ!

გვერდით ძაღლი “დიანკა” მოსწოლოდა. (ავტორი გენია.ჯი)