უილიამ შექსპირის შემოქმედებიდან…

„ავღელდებოდი, თქვენ რომ გგავდეთ”. – (იულიუს კეისარი)

* * *

„დამშვიდდით, ღირსად დაისაჯა თავმოყვარება”. – (იულიუს კეისარი)

* * *

„განა ამ ძვლების პატრონი თავის ძვლებს იმისთვის უვლიდა, რომ ამ უმსგავსოებს კოჭებივით ეთამაშნათ?!” – (ჰამლეტი)

* * *

„რაღაც დამპალა დანიის სამეფოში”. – (ჰამლეტი)

* * *

„მუდამ მეჯლისი, სიმთვრალე და დროს-გატარება უცხო ხალხთ თვალში თავსა გვჭრის და სახელსაც გვიტეხს”. – (ჰამლეტი)

* * *

„ჰოი, საზარო, საშინელო უსჯულოებავ!” – (ჰამლეტი)

* * *

„კაცის მოკვლასთან თუმც ისპობა მეტყველებაცა, მაგრამ თვით ცოდვა სასწაულად შეჰქმნის ღაღადსა”. – (ჰამლეტი)

* * *

„კარები მაგრა ჩაუკეტე, რომ თავის სახლს გარეთ მასხარობა ვერსად შესძლოს”. – (ჰამლეტი – ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ მეგობარს მწუხარებას არ გაუმხელთ, მაშინ თქვენვე ხელს შეუშლით თქვენის სენისაგან განთავისუფლებას”. – (ჰამლეტი)