შტეფან ცვაიგის რომანიდან – “მარიამ სტიუარტი”

“საკუთარ სინდისთან მებრძოლი ადამიანის შეხედვა განსაკუთრებით გვაძრწუნებს”.

***

“ხე რომ ძირშივე არ მოჭრა,კვლავ გაუშვებს ფესვებს,თან უფრო ჩქარა,ვიდრე ჩვენ გვგონია”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“ადამიანის ხასიათს ვერც ბედნიერება ცვლის და ვერც უბედურება”.

***

“ჩვენი ამქვეყნიურ საქმეთა მსაჯული – ისტორია,მუდამ დუმს ცოცხლებზე და მხოლოდ მათ მიერ ამქვეყნიური გზის გასრულების შემდეგ აწონ-დაწონის შთამომავლობათა წინაშე მათ საქმეებს”.

***

“გიხაროდეს,რომ მოახლოვდა ჩემი ტანჯვის აღსასრული.ოღონდ იქ შეატყობინე,რომ მოვკვდი ჩემი სარწმუნოების ერთგული,ნამდვილ კათოლიკედ,შოტლანდიის ჭეშმარიტ ასულად,ჭეშმარიტ ასულად მეფეებისა.დაე,ღმერთმა აპატიოს,ვინც ჩემი სიკვდილი ინება.ჩემს შვილს გადაეცი,არასოდეს ისეთი რამ არ გამიკეთებია,რაც მას ავნებდა.არასოდეს არაფერში არ დამითმია ჩვენი მეფური უფლებები”. (მარიამ სტიუარტის სიტყვა სიკვდილით დასჯის წინ)

***

“ჩვეულებისამებრ,სიძულვილი სძლევს ხოლმე სხვისი უბედურებისადმი თანაგრძნობას”.

***

“საშიშია,სამეფო კარის დიდებული მეფის იდუმალ სურვილებს თუ ვერ გამოიცნობს,მაგრამ ზოგჯერ უფრო საშიშია,როცა მეტისმეტად კარგად გამოიცნობს”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“მორალსა და პოლიტიკას თავ-თავიანთი გზა აქვთ”.

***

“ისტორიულ გარდაუვალობას უეჭველად თავისი უფლებები ენიჭება”.