ილია ჭავჭავაძის გენიალური ნაწარმოებიდან – “ოთარაანთ ქვრივი”

” – ო,ჩემო კარგო,ზოგჯერ ცრემლი “მდუმარე წვიმისამებრ ნაყოფის გამომცემელია”.ცრემლი ყოველთვის არ არის უბრალო წყალი,ცრემლი ზოგჯერ ფარია, და დროზედ ხმარებული ფარი იგივ ხმალიაო,ვიღაცას უთქვამს”.

***

” – მაშ გული ქვეყანაზედ აღარ არის!.. მოჰკვდა,გამოეცალა ადამიანს…

- გული… გული,ესე იგი,ის მადლი,რაც ენას და ხელს უნდა ასაქმებდეს,მართლა რომ აღარ არის.ან არის და დამუნჯებულია,დაყრუებულია,თითქო იმათაც და ჩვენც მოგვკვდომოდეს,თუ მთლად არა,ერთი ნახევარი მაინც.ამ ცალყურა ნახევრით-ღა ვცხოვრობთ და ვკითხულობთ ერთმანეთს.აქ ცდომა უეჭველია,იმიტომ რომ სწორედ ის თვალია დახუჭული,ის ყური დახშული,რომელიც სჭრის სხვის ხედვად,სხვის სმენად.გული რა არის? მარტო ერთად-ერთი კაცი რომ ყოფილიყო ქვეყანაზედ,გულიც იქნებოდა.გული მადლია, და მადლი მარტო ორს შუა ჰსაქმობს.ორნი მაინც უნდა იყვნენ,რომ მადლი მოჰხდეს,იმიტომ.რომ მადლი ერთისგან გაწირვაა და მეორისაგან სეწირვა ერთსა და იმავე დროს.თუ ან გამწირველი არ არის,ან შემწირველი,მადლიც არ არის,მაშასადამე,გულიცა.თუ ორნი არ არიან,გულმა რისთვის ამოიციქულოს ან ენა,ან თვალი,ან ყური,თავის თავთან მოციქული საჭირო არ არის,მოციქული სხვასთან უნდა.უსხვისოდ ერთის გული მარტო პარკია,სისხლის ამღებ-მიმცემი აგებულებისათვის.სად არის ის სხვა? წყალგაღმაა,შორს… შორს… მაშ,რაღად გიკვირს,რომ იქიდამ ვეღარა გვხედვენ,ჩვენი აღარა სჯერათ-რა… კეთილიც კი.მაგ ჯერვამ თვალი რას მოაბას,ფეხი სად მოიკიდოს? მკვდარს გულში? შეუძლებელია”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“ამოვიკითხავთ წიგნებიდამ რაღაცას და გვგონია,ეს-ეს არის ქვეყნის ღერძს ხელი ჩვენ ჩავკიდეთო.ქვეყანაზედ ბევრი რამ არის უწიგნოდაც ნასწავლი,ამაებსაც ცოდნა უნდა.ჩვენ კი აღარც იქით ვიხედებით,აღარც აქეთ,რაკი წიგნი ხელთ გვიპყრია; თითქოს ჭკუა,თუ არ წიგნში,სხვაგან აღარსად იყოს”.

***

” – ამას იქით ჭკუა იცოდე: შენ რომ ცუდკაცობდე,კაი-კაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ”. (ავტორი გენია.ჯი)