“ივერია” – უილიამ შექსპირის გენიალური პიესის – “ჰამლეტის” შესახებ წერდა…
“ჰამლეტი ჩვენი დროის დიდებული ლიტერატურული განძია,მაგრამ,თუ მხედველობაში მივიღებთ იმ საზოგადოებრივ პირობებს,რომელშიც ეს პიესა დაიბადა,ავტორის ნიჭი კიდევ უფრო მიუწვდომელი ხდება: მართლაც დახატვა იმის,რაც უკვე არსებობს და რამდენისამე ნიშნების მიხედვით აღდგენა მისი,რაც მომავალში უნდა იქნეს,ერთი და იგივე არ არის, – მეორესთან შედარებით პირველი სულ ადვილი საქმეა.უილიამ შექსპირის თანამედროვეებმა ჰამლეტი ვერ იცნეს, – ვერ იცნეს იმიტომ,რომ ჰამლეტი შექსპირის დროს არ ყოფილა,ის ღვიძლი შვილია მეცხრამეტე საუკუნისა.საზოგადოება კარგად იცნობდა მაკბეტებს,რიჩარდებს,ჰენრიხებს,ხოლო ჰამლეტი მას არ ენახა.შექსპირის დროს მხოლოდ იშვიათი ნიშნები იყო საზოგადოებაში ჰამლეტისა,პოეტმა კი ამ მცირე ნიშნების წყალობით შექმნა უკვდავი ტიპი,რომელმაც საუცხოვოდ დაახასიათა ევროპის ყველა შემდეგი თაობა,დღემდე მოკიდებული”. (ავტორი გენია.ჯი)