კარლ გუსტავ ვერნერ ფონ ჰეიდენსტამი
კარლ გუსტავ ვერნერ ფონ ჰეიდენსტამი - დაიბადა 1859 წლის 6 ივლისს,ერებრუს ოლქის სოფელ ოლშამარში (შვედეთი),სამხედრო ოფიცრის ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ შვედ მწერალს,პოეტსა და ნოველისტს,რომელსაც,როგორც “მსოფლიო ლიტერატურაში ახალი ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენელს”,1916 წელს მიენიჭა “ნობელის პრემია”.1876-1878 წლებში იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთ ევროპაში.სახვითი ხელოვნების შესწავლა კი პარიზში დაიწყო.მისმა მოგზაურობებმა უდიდესი გავლენა იქონია ჰეიდენსტამის შემოქმედებაზე და ამ მოვლენას მიუძღვნა თავისი პირველი ლირიკული ლექსების კრებული 1888 წელს,სახელწოდებით “მოგზაურობის წლები”. (ავტორი გენია.ჯი) მისმა პოეტურმა დებიუტმა,იგი იმთავითვე აქცია შვედური ლიტერატურის ნეორომანტიზმის უდიდეს წარმოამდგენლად.მისი ლექსების თემატიკა ერთგვარად ასახავდა აღმოსავლურ ეგზოტიზმს და ჰედონისტურ განწყობებს.1889 წელს გამოვიდა ჰეიდენსტამის მოკლე კრიტიკული ტრაქტატი “რენესანსი”,სადაც ავტორი იმ პერიოდის ევროპულ ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული ნატურალიზმის წინააღმდეგ გამოვიდა.1880-1892 წლის პერიოდებში,უმეტესწილად შვეიცარიაში ცხოვრობდა.ამავე პერიოდში ქვეყნდება მის შემდგომი ნაწარმოებებიც – “ენდიმიონი”,”ჰანს ალინუსი” და სხვა. (ავტორი გენია.ჯი) 1912 წელს იგი არჩეულ იქნა შვედეთის სამეფო აკადემიის სრულუფლებიან წევრად,ხოლო 1916 წელს მას მიენიჭა მსოფლიოს უდიდესი ჯილდო “ნობელის პრემია” ლიტერატურის დარგში.კარლ გუსტავ ფონ ჰეიდენსტამი გარდაიცვალა 1940 წლის 20 მაისს,შვედეთის ქალაქ მუტალაში (ესტერგეტლანდის ლენში).