ამონარიდები პაულ თომას მანის რომანიდან – „ლოტე ვაიმარში”

„ძალიან ადვილია ადამიანობის იმ საზღვრის გადალახვა, ჯოჯოხეთს რომ ემიჯნება; ამგვარი საგმირო საქმის ჩასადენად საჭიროა მხოლოდ ჩვეულებრივი სისაძაგლე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – შენ მსხევრპლზე ლაპარაკობ, მაგრამ სწორედ მასშია საიდუმლოება და დიადი ერთიანობა სამყაროსთან, სიცოცხლესთან, პიროვნებასა და შემოქმედებასთან, და ცვალებადობა ყველაფერია. ღმერთებს სწირავდნენ მსხვერპლს და ბოლოს თავად ღმერთი გახდა მსხვერპლი”.

* * *

„ეს ცხოვრება სახის მხოლოდ ცვალებაა, ერთიანობა – მრავალში, ხანგრძლივობა – ცვალებადობაში”.

* * *

„ირონია მარილის ის კვნიწია, რაც სუფრაზე მოტანილ კერძებს საერთოდ გემოს აძლევს და საჭმელად ვარგისს ხდის”.

* * *

„დიდი კაცის შვილობა უმაღლესი ბედნიერებაა, ფასდაუდებელი სიამოვნება. მაგრამ მძიმე ტვირთიც არის, საკუთარი მეობის მუდმივი დამცირება, საკუთარი პიროვნების ღირსების ხანგრძლივი განტევება”.

* * *

„არ არის სასიამოვნო, თანამგზავრად მეტისმეტად გამჭრიახი გონების ადამიანი წაიყვანო და თან არწმუნო, მთელი ეს მოგზაურობა შენი გულისთვის მოვაწყვეო, მაშინ როდესაც თვითონაც კარგად ხედავს, რომ მას საბაბად და საფარად იყენებ. კიდევ უფრო არასასიამოვნო და შეურაცხმყოფელია ისეთი გამჭრიახობა, უფრო კი შურიანი და ალმაცერი თვალი, რომელიც ამა თუ იმ საქციელის ყველა ერთმანეთში გადახლართულ მოტივთა შორის მხოლოდ სათუთად შეფარებულსა და გაუმხელელს ხედავს, მხოლოდ ამ დაფარულს მიიჩნევს ჭეშმარიტად, ხოლო რიგიანს, წესიერსა და ენით გამოთქმულს, რაც უნდა ღირსეული და საპატიო იყოს, საბაბად და მომიზეზებად გამოაცხადებს და დასცინებს”.

* * *

„ – ადამიანი, – ცივად მიუგო მაიერმა, – რომელიც ყოველდღე, ყოველ საათსაც კი იცვლება, ორმოცდაოთხი წლის შემდეგაც შეიძლება სხვად იქცეს”.

* * *

„ვეჭვობ, რომ ძნელია ისეთ ორაზნოვან არსებაზე, როგორიც ადამიანია, სხვანაირად ილაპარაკო, თუ არა ორაზროვნად; ამგვარი ლაპარაკი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჰუმანურობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას”.

* * *

„კარგია, რომ ის წავიდა, გარედან მოსული მესამე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – განა ღირს გამწარება, ჩემო მეგობარო, იმის გამო, რასაც აღარაფერი ეშველება და რაც ვერ შეიცვლება, და განა შეიძლება კაცობრიობის რწმენა წყალში გადაისროლო, აქაოდა, ადამიანები ადამიანურად იქცევიან და ისიც არაადამიანისადმი?”