ამონარიდები რიჩარდ დევიდ ბახის ნაწარმოებიდან – „თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი”
„ცხოვრება გაუგებარია და შეუცნობელი და, როგორც ჩანს, ჩვენ ამქვეყნად იმისთვის მოვედით, რომ ვჭამოთ და რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლოთ”.
* * *
„ყველაზე მაღლა მფრენი ყველაზე შორსაც ხედავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
***
„იმისათვის, რომ იფრინო, რწმენა კი არ გჭირდება, არამედ თვით ფრენის არსი უნდა გესმოდეს. ეს, არსებითად, ერთი და იგივე რამეა”.
***
„უმეტესი ჩვენგანი ძალზე ნელა განვითარდა. ერთი სამყაროდან გადავდიოდით მეორეში, თითქმის იმ პირველის მსგავსში; მეყსეულად გვავიწყდებოდა, საიდან მოვედით; არც იმას დაგიდევდით – საით მივდიოდით, და მხოლოდ მოცემული წამით ვცხოვრობდით. შეგიძლია წარმოიდგინო, რამდენი ცხოვრება უნდა გავიაროთ, ვიდრე პირველად მოგვივა თავში, რომ არსებობს კიდევ სხვა ცხოვრება, ჭამის, ჩხუბისა და გუნდში პირველობისათვის ბრძოლის გარდა?
- ათასი ცხოვრება, ჯონ, ათი ათასი ცხოვრება!
მერე კიდევ ასი ცხოვრება გვინდა, ვიდრე შევურიგდებოდეთ იმის სწავლას, რომ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა სრულქმნილება; შემდეგ კიდევ ასი ცხოვრება იმის მისახვედრად, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი ამ სრულყოფილების პოვნა და გამოვლენაა. ახლაც იმავე კანონით ვმოქმედებთ: ჩვენ ვირჩვეთ ჩვენს მორიგ სამყაროს იმისდა მიხედვით, რასაც ამჟამად ვსწავლობთ. ნურაფერს ისწავლი და შემდეგი სამყარო ზუსტად ასეთივე იქნება, იმავე დასაზღვრულობით და იმავე გადასალახავი სიმძიმეებით”. (ავტორი გენია.ჯი)