დელმირა აუგუსტინი
დელმირა აუგუსტინი - დაიბადა 1886 წლის 24 ოქტომბერს ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში,მდიდარ და ცნობილ ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ ურუგვაელ პოეტს,რომლის სიცოცხლეც დიდი ტრაგიზმით იქნა დასრულებული.დელმირას მამა – სანტიაგო აგუსტინი წარმომავლობით ურუგვაელი გახლდათ,ხოლო დედა – მარია მურტფელდ ტრიაკა კი არგენტინელი.დელმირამ დაწყებითი განათლება სახლში მიიღო და ბავშვობიდანვე დიდი ნიჭით დაჯილდოებული გახლდათ.უკვე ათი წლის ასაკიდან მან ლექსების წერა დაიწყო.გარდა ამისა ეუფლებოდა ფრანგულ ენას,მუსიკასა და სახვით ხელოვნებასაც.1907 წელს ქვეყნდება მისი პირველი ლექსების კრებული,სახელწოდებით “თეთრი წიგნი”.1910 წელს აქვეყნებს მის მეორე ლექსების კრებულს “დილის სიმღერები”. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა იგი წერდა ადგილობრივი ჟურნალის “La Alborada”-თვის და მას მიაკუთვნებდნენ “1900-ბის თაობას”.დელმირა თავის მასწავლებლად მიიჩნევდა ცნობილ ლათინოამერიკელ პოეტს რუბენ დარიოსს,რომლის შემოქმედებითაც იგი აღტაცებული გახლდათ.თავად დარიო კი მას კათოლიკე წმინდან ქალსა და ავტორს,რიგი მისტიური თხზულებებისა – ტერეზა დე აუმადას ამსგავსებდა.1913 წელს დელმირამ გამოაქვეყნა მისი შემდგომი ლექსების კრებული “ცარიელი ბოკალები”.ამავე წლის 14 აგვისტოს იგი დაქორწინდა ენრიკე რეიესზე,თუმცა მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა და ხუთ თვეში ერთმანეთს დაშორდნენ.1914 წლის 5 ივნისს მათ ოფიციალურად გააწერეს ხელი.ხელის გაწერიდან ერთი თვის თავზე (1914 წლის 6 ივლისი) ენრიკე რეიესმა პისტოლეტიდან ორი გასროლით თავის არეში,მოკლა დელმირა,ხოლო შემდგომ თავადაც თავი მოიკლა.იგი დაკრძალულ იქნა მონტევიდეოს ცენტრალურ სასაფლაოზე. (ავტორი გენია.ჯი) დელმირას ტრაგიკული აღსასრულის შემდგომ 1924 წელს,გამოიცა მის მიერ დაწერილი და სიცოცხლეში არ გამოქვეყნებული ლექსების კრებულები – “ეროსის ყვავილები” და “უფსკრულის მნათობი”.მისი შემოქმედება კი დღემდე პოპულარულია ურუგვაიში.