ზვიად გამსახურდიას მოსაზრებები…
1. “მთელი ჩემი ბრძოლა,მთელი ჩემი საქმიანობა ამ ასპარეზზე,დაკავშირებულია მერაბ კოსტავასთან.მე ხმამაღლა ვაცხადებ ამას.ეს ყველივე წარმოუდგენელი იქნებოდა,მერაბი რომ არ ყოფილიყო.ის უნიკალური,საოცარი პიროვნება იყო,საოცარი სულიერი ძალის,საოცარი ნებისყოფის ადამიანი და საოცარი თავდადებისა მამულისათვის.უწინარეს ყოვლისა,ის იყო უდიდესი მაგალითი ჩემთვის.პრაქტიკულად,მე თუ რამ გამიკეთებია,მერაბის დახმარებით და მერაბთან ერთად.მარტო არასოდეს ჩემს თავს არ გამოვყოფ და მე ვამაყობ ამით.ისიც ასე ამბობდა. და მიუხედავად ამისა,რომ მთელი იმპერიის აგენტურის მუშაობა მიმართული იყო იქით,რომ ჩემი და მერაბის სულიერი დაპირისპირება და გათიშვა მომხდარიყო,მათ ამას მაინც ვერ მიაღწიე.მიაღწიეს მხოლოდ ფიზიკურად”. (ავტორი გენია.ჯი)
2. “ჩვენ არა გვაქვს უფლება პიროვნულ ემოციებს ავყვეთ.ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველგვარ პიროვნულზე,პიროვნულ წყენაზე მაღლა,მეგობრებო.პიროვნულ წყენას და შეურაცხყოფას ვინც ვერ აპატიებს მოყვასს,იმას პოლიტიკაში და ეროვნულ მოძრაობაში ადგილი არა აქვს.ეს გახსოვდეთ ყველას”.
3. “სწორედ ეროვნული თვითშეგნება აქცევს პიროვნებას ადამიანად,ეროვნება არა აქვს ცხოველს.ეროვნება და სარწმუნოება ის ძირითადი თვისებებია,რაც ადამიანს სხვა სულიერისაგან განასხვავებს და ამის წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე,დასაწყისი მისი როგორც პიროვნების დეგრადაციისა”.
4. “თავისუფლება მეტაფიზიკური ცნებაა და ბევრი მას საკუთარი თავის მიღმა ეძიებს.თავისუფალი ადამიანი კი სინამდვილეში ისაა,ვინც სინდისის წინაშე მართალია,სინდისის კარნახით ცხოვრობს,იღწვის და გარემოებას თუ სხვის დიქტატს არ ეპუება.ასეთ ადამიანს ვერაფერი დაამონებს,იგი მუდამ თავისუფალია”. (ავტორი გენია.ჯი)
5. “მე ვერ ვიპოვე თანამდგომი და საკმარისი მხარდამჭერნი ჩემს ბრძოლაში”.