ლეონარდო და ვინჩის საყვარელი ანეკდოტი…
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,გენიალური იტალიელი არქიტექტორი,გამომგონებელი,მხატვარი და ინჟინერი – ლეონარდო და ვინჩი,ნახატებს “მხატვრის შვილებად” მოიხსენიებდა.აღნიშნული საკითხის შესახებ,იგი ყოველთვის ახსენებდა თავის ერთ-ერთი უსაყვარლეს ანეგდოტს:
“ერთ ცნობილ მხატვარს,ცნობისმოყვარე პირმა ჰკითხა,თუ რატომ იყვნენ მისი კანონიერი შვილები ასეთი შეუხედავები,მაშინ როდესაც,მისი უკანონო შვილები – ტილოზე შექმნილი ფიგურები,ასე ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ.მხატვარმა კი დასმულ შეკითხვას მეტად მოსწრებული და ორიგინალური პასუხი გასცა:
- ბავშვებს,ღამით სიბნელეში ვქმნი,ხოლო სურათებს დღისით ვხატავ.ეს კი ის დროა,როცა კარგად არის შესაძლებელი ამა თუ იმ ნაკლისა და სიმახინჯის დანახვა და გასწორება”. (ავტორი გენია.ჯი)