ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველის შესახებ…
მას შემდეგ,რაც 1512 წელს ჯოვანი მედიჩი (ზოგადად მედიჩები) თავისი წინაპრების ქალაქს დაუბრუნდა და ფლორენციაში ძალაუფლება კვლავ აიღო ხელში,ერთ დროს ძალიან გავლენიანი იტალიელი პოლიტიკუირი მოაზროვნე,ისტორიკოსი და სამხედრო თეორიტიკოსი – ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი შეთქმულებაში იქნა დადანაშაულებული. 1513 წელს იგი დააკავეს და გაასამართლეს.მიუხედავად საშინელი წამებისა,ნიკოლომ შეთქმულებაში მონაწილეობა არ აღიარა,რის შემდეგაც გაანთავისუფლეს,თუმცა გაროზგვას მაინც ვერ გადაურჩა.ყოველივე ამის შემდგომ,მაკიაველი საკუთარ მამულში – სან-კაშიანოში გადაასახლეს.იქ,როგორც თავად ყვებოდა,დღის ერთ ნაწილს ფუნდუკში,გამვლელ მგზავრებთან საუბრებში ატარებდა,ხოლო საღამოობით და ღამის საათებში კი,დიდი ხნის წინათ გარდაცვლილ ცნობილ ადამიანებს მათი მოღვაწეობის მიზნებისა და არსის შესახებ ელაპარაკებოდა.სწორედ ამ დროს ივიწყებდა,ერთ დროს ფლორენციაში ყველაზე გავლენიანი მაკიაველი ყველა დარდსა და წუხილს,რაც მისი აქტიური მოღვაწეობის წყურვილსაც მეტ-ნაკლებად კლავდა.სახელმწიფო საქმეებიდან ჩამოშორებული და გადასახლებული ნიკოლო,აღნიშნული საკითხის შესახებ ამბობდა:
“ადამიანისათვის ამქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერება სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობაა.ხოლო როცა ტირანია ამის უფლებას არ გაძლევს,ისღა დაგვრჩენია,ბედნიერება მეცნიერულ საქმიანობაში ვეძებოთ და დაველოდოთ უკეთეს დროებას; დაგროვილი გამოცდილება კი მომავალ თაობებს გადავცეთ”. (ავტორი გენია.ჯი)