ფილიპინების რესპუბლიკის ეროვნული გერბის შესახებ…
ფილიპინების რესპუბლიკის ეროვნული გერბი – წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო სიმბოლოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ფილიპინების არქიპელაგზე განთავსებული – ფილიპინების რესპუბლიკისა.აღნიშნული გერბი ოფიციალურად დამტკიცებულ იქნა 1940 წელს.თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ფილიპინების რესპუბლიკის გერბი ბევრად გვიან იქნა შექმნილი,ვიდრე ეროვნული დროშა.იგი წარმოადგენს ერთგვარ ფარს,რომლის ცენტრშიც ასახულია მზე რვა სხივით,რაც ტავის მხრივ სიმბოლიზირდება ფილიპინების რესპუბლიკის რვა ოლქთან.ეს ოლქებია: ბატარლაკი,ნუევა ესიხა,პამპანგა,ბულაკანი,მანილა,ლაგუნა,ბატანგასი და კავიტე.გერბის ზემოთ განთავსებული სამი ხუთქიმიანი ვარსკვლავი ასახავს ფილიპინების არქიპელაგის შემადგენლობაში შემავალ სამ კუნძულს: მინდანაოს,ვისაიასა და ლუსონს.გარდა ამისა,გერბზე ასახულია ის სიმბოლოებიც,რომლებიც ფილიპინების ისტორიის კოლონიალურ პერიოდს ასახავს: თეთრთავიანი არწივი,რომელიც გერბის ლურჯ ფონზეა წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სიმბოლოა,ხოლო გერბის მარჯვენა მხარეს წითელ ფონზე კი გამოსახულია უკანა თათებზე მდგომი ლომი,რაც ფილიპინებზე ესპანეთის ბატონობასთან ასოცირდება.გერბის დაბლა ზონარზე წარმოდგენილია ტაგალურ ენაზე დაწერილი წარწერა: “ფილიპინების რესპუბლიკა”.მიუხედავად იმისა,რომ ქვეყნის პარლამენტის მიერ 1998 წელს მიღებული იქნა აქტი გერბიდან არწივისა და ლომის ჩამოცილების თაობაზე,ამ ცხოველების გარეშე გერბი პრაქტიკაში ჯერ მაინც არ გამოუყენებიათ. (ავტორი გენია.ჯი)