შოკოლადის ქედები
შოკოლადის ქედები – წარმოადგენს ფილიპინების რესპუბლიკაში მდებარე ქვეყნის სიდიდით მეათე კუნძულზე – ბოჰოლზე (ბოჰოლის პროვინცია) განთავსებულ გეოლოგიური ფორმირების შედეგად ჩამოყალიბებულ ულამაზეს ქედებს,რომელიც შედგება დაახლოებით 1260 – 1776 ქედისაგან და განფენილია 50 კვადრატული კილომეტრის ფართობზე. (ავტორი გენია.ჯი) თითოეული ქედის სიმაღლე 30 მეტრიდან 120 მეტრამდე მერყეობს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ეს ულამაზესი ქედები წელიწადის სხვადასხვა დროს (განსაკუთრებით ხანგრძლივი წვიმების პერიოდში) – მწვანე ფერის ბალახით არის დაფარული,ხოლო მშრალი სეზონებისას კი ბალახი ფერს იცვლის და ყავისფერი ხდება,საიდანაც წარმოდგება კიდეც მისი სახელწოდება.მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით,ქედები ვულკანური აქტიურობის შედეგად იქნა წარმოქმნილი,ხოლო მეორე ნაწილის ვერსიის თანახმად კი,ქედები განთავსებულია უძველესი ოკეანის ადგილას და მას შემდეგ,რაც ოკეანის წყალმა უკან დაიხია მისი ეროზირებული ფსკერი ჩამოყალიბდა კონუსური ფორმის მქონე ქედებად.თუმცა,ადგილობრივ მოსახლეობას ქედების წარმოშობის საკითხზე სულ სხვა ვერსიები აქვთ.ერთ-ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმად,იგი წარმოიქმნა ორი გოლიათის შერკინების შედეგად.გოლიათები რამდენიმე კვირის მანძილზე ერთმანეთს ქვასა და ქვიშას უშენდნენ,რამაც წარმოქმნა კიდეც შოკოლადის ქედები.არსებობს მეორე,უფრო რომანტიკული სახის ლეგენდაც: გოლიათს – აროგოს შეუყვარდა ულამაზესი გოგონა – ალოია,რომელსაც არ სურდა გოლიათზე დაქორწინება.მას შემდეგ,რაც გოგონა გარდაიცვალა,სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი აროგო ხანგრძლივი დროის მანძილზე გულამოსკვნილი ტიროდა.მისი ცრემლები კი,მოგვიანებით ულამაზეს ქედებად იქცნენ.
შოკოლადის ქედები ფილიპინების არა მარტო ერთ-ერთ უმშვენიერეს გეოგრაფიულ ობიექტს,არამედ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ღირშესანიშნაობასაც წარმოადგენს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ეს ულამაზესი გეოგრაფიული ობიექტი,”მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების” რეიტინგში ერთ-ერთ ნომინანტად იყო წარმოდგენილი,თუმცა…
შოკოლადის ქედები,ბოჰოლის პროვინციის გერბსა და დროშაზეა ასახული.გარდა ამისა,იგი შეტანილია ფილიპინების რესპუბლიკაში მდებარე ტურისტული ღირშესანიშნაობის ობიექტთა ნუსხაში,როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უნიკალური ტურისტული ობიექტი.ქვეყნის ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგად,ორგანიზებულ და შექმნილ იქნა ყველაზე ცნობილი ტურისტული კურორტი ქალაქ კარმენში.შოკოლადის ქედების საოცარი სილამაზე არც – “იუნესკოს” ყურადღების გარეშეც დარჩენილა და იგი შეტანილ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. (ავტორი გენია.ჯი)
“შოკოლადის ქედების” ადგილმდებარეობა კუნძულ ბოჰოლზე მონიშნულია ყავისფერი შეფერილობით