იმამი შამილი – “ეპიზოდი”

ხუნძი პოლიტიკური მოღვაწე,კავკასიის მთიელ ხალხთა მეთაური და იმამად აღიარებული – იმამი შამილი (1799-1871 წლები),რომელმაც გააერთიანა ჩეჩენი,ჩერქეზი და დაღესტნელი ხალხი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში,ერთ-ერთ რუს გენერალთან დისკუსიაში შევიდა.შამილმა დისკუსიის დროს რუს გენერალს ჰკითხა:

- გამაგებინეთ,რისთვის მოხვედით თქვენ ჩვენს მიწაზე და რატომ გვებრძვით?

- ჩვენ მოვედით ველურებთან,უმაღლესი კულტურიდან და ცივილიზაციიდან, – უპასუხა გენერალმა.

ასეთი პასუხისაგან შეურაცხყოფილმა შამილმა,უმალვე თავისთან იხმო რიგითი კავკასიელი თანამებრძოლი და უბრძანა,რომ ფეხსაცმელები და წინდები გაეხადა,ხოლო შემდეგ შიშველი ფეხები რუსი გენერლისთვის ეჩვენებინა.კავკასიელმა მებრძოლმა შამილის ბრძანება შეასრულა და რუს გენერალს თავისი სუფთა ფეხები აჩვენა.ამის შემდგომ,რუს გენერალს შამილმა სთხოვა,რომ თავადაც გამოეძახებინა რუსი ჯარისკაცი და ანალოგიური ქმედება ებრძანებინა მისთვის.გენერალმა შამილის თხოვნა გაითვალისწინა.რუსმა ჯარისკაცმა თავისი გენერლის ბრძანება შეასრულა და… თავისი ბინძური ფეხები შამილს აჩვენა.შეხედა-რა შამილმა რუსი სალდათის საშინლად დაბინძურებულ ფეხებს,კავკასიელს სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა და რუს გენერალს ირონიული კილოთივე ჰკითხა:

- ასეთი კულტურით მოხვედით ჩვენთან?

რუს გენერალს შამილისათვის პასუხი არ გაუცია.იგი დუმდა…

P.S. მას შემდეგ,რაც იმამი შამილი ტყვედ იქნა აყვანილი,ევროპელი დიპლომატები “შეშფოთდნენ”.ავსტრიის ელჩმა,ლონდონში,აღნიშნული ფაქტის გაცნობის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა: “ახლა,რუსეთს ყველა გზა ხსნილი აქვს აზიისაკენ”, – რაც სამწუხაროდ სრული სიმართლე აღმოჩნდა… (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>