ვინსენტ პიტერ “ვინი” ჯონსი – (ყველაზე უხეში ფეხბურთელი)
ვინსენტ პიტერ “ვინი” ჯონსი – რომელიც 1965 წლის 5 იანვარს გახლავთ დაბადებული ინგლისურ ქალაქ უოტფორდში,ფეხბურთის სპეციალისტებისა და კრიტიკოსების მიერ “მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უხეშ და აგრესიულ ფეხბურთელად” იქნა დასახელებული.ვინსენტი,მანამ,სანამ სამსახიობო კარიერას დაიწყებდა,თავისი საფეხბურთო მოღვაწეობა გაიარა ისეთ ინგლისურ საფეხბურთო კლუბებში,როგორებიც არის – “უელდსტონი”,”უიმბლდონი”,”ლიდს იუნაიტედი”,”შეფილდ იუნაიტედი”,”ჩელსი” და “ქუინზ პარკ რეინჯერსი”. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო სანაკრებო 9 მატჩი ჩატარებული აქვს უელსის ეროვნულ ნაკრებში.მიუხედავად მისი ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერისა,ვინსენტს მხოლოდ ერთადერთი სერიოზული საფეხბურთო ტიტული აქვს მოგებული (ინგლისის თასი). 1988 წელს “ფსიხების ბანდად” წოდებულმა უიმბლდონის გუნდმა,სადაც ვინსენტიც გამოდიოდა,ყველას-და მოულოდნელად მოიპოვა ინგლისის თასი.მათ ფინალში “ლივერპულის” შესანიშნავი გუნდი დაამარცხეს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ არც მანამდე და არც მას შემდეგ ლონდონის “უიმბლდონს” ასეთი დიდი წარმატებისათვის არ მიუღწევია.თავისი საშინელი და აგრესიული სათამაშო სტილის გამო,ვინსენტს “ნაჯახს” უწოდებდნენ.ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მცველმა – ჯონსმა,თავის პირველსავე საფეხბურთო სეზონში,ისეთი სერიოზული ტრამვა მიაყენა 30 წლის “ტოტენჰემის” ფეხბურთელს – გარი სტივენსს,რომ იგი საბოლოოდ ჩამოაშორა ფეხბურთს. 1988 წლის ინციდენტმა,რომელიც ჯონს “ნიუკასლის” ფეხბურთელთან – პოლ გასკოინთან მოუხდა,იმ პერიოდის ბრიტანული პრესა ლამის წალეკა.ყველასათვის ცნობილია,რომ არც პოლ გასკოინი იყო არანაკლებ აგრესიული ფეხბურთელი,ვიდრე ჯონსი.მოგვიანებით გასკოინი იხსენებდა: “მე არასოდეს მიკვირდა ფეხბურთელის მიერ გამოვლენილი აგრესიული თამაში,თუმცა ჯონსის შემთხვევაში ეს იყო ნატურალური აგრესია.თამაშის დროს,ყოველთვის მის სუნთქვას ვგრძნობდი ზურგს უკან.ერთ ეპიზოდში იგი ჩემთან მოვიდა და მითხრა: მე ვინი ჯონსი ვარ.მე ვარ ბოშა და ბევრ ფულს გავომიმუშავებ.მოგაჭამ ყურს და ბალახზე გადმოვაფურთხებ”.
ვინი ჯონსმა აღნიშნული მოვლენის შემდეგ,მალევე მოიპოვა ყველაზე ხულიგანი ფეხბურთელის სახელი ინგლისში.მასვე ეკუთვნის ეროვნული რეკორდი წითელი ბარათების მიღებაში.საერთო ჯამში,ჯონსმა 12 წითელი ბარათი მიიღო და ერთით ჩამორჩა ლეგენდარულ ირლანდიელ ფეხბურთელს – როი კინს.გარდა ამისა,მასვე ეკუთვნის ყველაზე ადრეული გაძევება ინგლისურ ფეხბურთში.”ჩელსი”-ს შემადგენლობაში მყოფი ვინსენტი 1992 წელს,მატჩის მესამე წამზე იქნა გაძევებული.იმავე წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიერ დაჯარიმებულ იქნა 20 000 გირვანქა-სტერლინგით.მას ასევე აჯარიმებდა იმ კლუბების ადმინისტრაციებიც,სადაც ვინი გამოდიოდა.ყველაზე უხეში ფეხბურთელი მსოფლიო ისტორიაში,არა მარტო მოედანზე გამოირჩეოდა აგრესიით,არამედ ცხოვრებაშიც,რის გამოც არაერთხელ გაეხვა სკანდალებში. 1997 წელს მან,მიწის ნაკვეთის გამო სასტიკად ცემა მეზობელი,რის შემდეგაც დააკავეს.სასამართლომ ჯონს 1 150 გირვანქა-სტერლინგი დააკისრა ჯარიმის სახით.მიუხედავად ამისა,ისევე როგორც მოედანზე,დაზარალებულისათვის ბოდიში არ მოუხდია. 1999 წელს ვინი ფეხბურთიდან წავიდა და სამსახიობო კარიერა დაიწყო.მონაწილეობა მიიღო ისეთ გახმაურებულ ფილმებში,როგორიცაა – “დიდი კუში”,”გატაცება 60 წამში”,”ევროტური” და სხვა.
2013 წელს 48 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა და მსახიობმა საჯაროდ განაცხადა,რომ კიბოთი იყო დაავადებული.გადაიტანა სამი უმძიმესი ოპერაცია და საბედნიეროდ დღესდღეობით კარგად გრძნობს თავს. (ავტორი გენია.ჯი)