ბიზონია
ბიზონია – ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და ითარგმნება,როგორც – “ორი ტერიტორია”.იგი წარმოადგენდა გერმანიის ტერიტორიის იმ ნაწილს,რომელიც ოკუპირებული გახლდათ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების მიერ. (ავტორი გენია.ჯი) 1946 წელს საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად მიიღო ერთობ არაჰუმანური გადაწყვეტილება და შეწყვიტა სოფლის სამეურნეო პროდუქტების მიწოდება მოსახლეობისათვის დასავლეთ გერმანიის საოკუპაციო ზონაში (იმ ზონაში,რომელსაც აკონტროლებდა დიდი ბრიტანეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიები).ამ მიზანთროპულმა გადაწყვეტილებამ უდიდესი პრობლემა შეუქმნა ომისაგან ისედაც განადგურებულ გერმანულ მოსახლეობას და ისინი შიმშილისაგან სიკვდილის ზღვარზე მიიყვანა.აღნიშნული მოვლენის შემდეგ,ამერიკულმა სამხედრო ადმინისტრაციამ,ამერიკელი გენერლის – ლუის დიუბინიონ კლეის ხელმძღვანელობით (რომელსაც შემდგომ – “ბერლინის საჰაერო ხიდის მამა” უწოდეს),თავადაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და რურის ოლქს,რომელსაც საბჭოთა მხარე განაგებდა,შეუწყვიტა ფაბრიკებისთვისა და ქარხნებისთვის საჭირო დანადგარების მიწოდება.სწორედ ამ მოვლენებმა გამოიწვია დიდი დაპირისპირება და კრიზისი ზემოაღნიშნულ ქვეყნებს შორის და ზოგადად გერმანიის საოკუპაციო მმართველობის სისტემაში.გარდა ამისა,აღნიშნულმა მოვლენებმა გადაწყვიტა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ტერიტორიების გაერთიანება და ერთ სივრცეში მოხვედრა. 1946 წლის 2 დეკემბერს მიღწეული შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ,ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიები გაერთიანდა და მას – “ბიზონია” ეწოდა.ბიზონიის მმართველობის ორგანოებს წარმოადგენდა – ეკონომიკის ადმინისტრაციული საბჭო და ორზონალური ადმინისტრაციული მმართველობის ორგანო.აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი შვება გამოდგა იმ გერმანელი მოქალაქეებისათვის,რომლებიც დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის საოკუპაციო ზონებში ცხოვრობდნენ.მიუხედავად დიდი საფრთხისა,რომელიც საბჭოთა მხრიდან იყო მოსალოდნელი,ამერიკელი გენერლის – ლუის დიუბინიონ კლეის განსაკუთრებული მონდომების წყალობით,დასავლეთ გერმანიაში მცხოვრებ მოსახლეობას საჰაერო გზით მაინც მიეწოდებოდა აუცილებელი დანიშნულების მქონე პროდუქტები,რამაც ისინი უცილობელი სიკვდილისაგან და განადგურებისაგან იხსნა.მას შემდეგ,რაც დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიანთ კონტროლ ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე დაიწყეს ხელისუფლების დემოკრატიული ორგანოების ჩამოყალიბება, 1948 წლის 8 აპრილს მათ შეუერთდა საფრანგეთიც,რომელმაც საკუთარი კონტროლის ქვეშ დაქვემდებარებული ტერიტორია დანარჩენ ორ ტერიტორიასთან გააერთანა და შესაბამისად – “ბიზონია”- “ტრიზონია”-დ ჩამოყალიბდა (ამ სახელით მოიხსენიებოდა ქვეყნის ის ნაწილი,რომელიც სამი დასავლური საოკუპაციო ზონის გაერთიანებით შეიქმნა).აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სწორედ – “ტრიზონია” იქცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის წინაპირობის უმთავრეს ქვაკუთხედად და 1949 წლის 14 მაისს ძალაში შევიდა კიდეც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუცია. 1990 წლის 3 ოქტომბერს გერმანიის ფედერაციული რესპულიკა და გერმანიის დემოკარტიული რესპუბლიკა გაერთიანდა. (ავტორი გენია.ჯი)