ირვინგ რამზეს რეიმსი – “ეპიზოდი”
ირვინგ რამზეს რეიმსი – წარმოადგენს იმ ცნობილ ამერიკელ მსახიობს,რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში,როგორებიცაა – “ამერიკული თეატრი”,”სამხედრო დანაკარგი”,”ადამიანები კიბის ქვეშ”,”გრავიტაცია”,”კრიმინალური საკითხავი” და სხვა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მას ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა კარიო სალემას სცენარის მიხედვით 1997 წელს გადაღებულმა სატელევიზიო ფილმმა – “დონკინგი: მხოლოდ ამერიკაში”,სადაც ირვინგმა “ამერიკული კრივის მამის” – დონ კინგის როლი ითამაშა.აღნიშნულ ფილმში შესანიშნავად შესრულებული როლის გამო,იგი წარდგენილ იქნა “ოქროს გლობუსის” ნომინაციაზე,როგორც მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი და 1998 წლის დაჯილდოებაზე მიენიჭა კიდეც “ოქროს გლობუსი”.მას შემდეგ,რაც იგი სცენაზე პროხოს ასაღებად ავიდა,მიკროფონთან მისულმა დარბაზში მყოფ საზოგადოებას მიმართა,რომ სცენაზე იხმობდა დიდ ამერიკელ მსახიობსა და მუსიკოსს – ჯეკ ლემონს (1925-2001 წლები),რომელიც ასევე წარდგენილი იყო “ოქროს გლობუსის” ერთ-ერთ ნომინანტად,თუმცა ირვინგთან დამარცხდა.მას შემდეგ,რაც ლემონი სცენაზე ავიდა,ირვინგმა მისთვის მინიჭებული “ოქროს გლობუსი” დიდსულოვნად გადასცა მას და თან საჯაროდ განაცხადა,რომ ჯეკ ლემონი მასზე ღირსეული კანდიდატი იყო,შესაბამისად “ოქროს გლობუსს” ის უფრო იმსახურებდა,ვიდრე თავად.ირვინგის აღნიშნულმა საქციელმა დარბაზში დიდი აჯიოტაჟი და ოვაცია გამოიწვია და მის მიმართ კინომოყვარულებიც ერთიორად დადებითად განაწყო. (ავტორი გენია.ჯი)
ჯეკ ლემონი