იცით თუ არა,რომ
1. 1938 წელს ამერიკულმა ყოველკვირეულმა საინფორმაციო ჟურნალმა – ‘TIME”, “წლის ადამიანად” გერმანული ფაშისტური რეჟიმის უმთავრესი შემოქმედი – ადოლფ ჰიტლერი აღიარა.თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ერთადერთი წელიწადი და შემთხვევა,როდესაც
“წლის ადამიანი” ჟურნალის გარეკანზე არ იყო გამოსახული,სწორედ 1938 წელი იყო.
2. ვიეტნამის აგვისტოს რევოლუციის ლიდერმა და ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა – ხო ში მინმა,ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია ამერიკის შეერთებული შტატების დეკლარაციის საფუძვლებზე დაწერა. (ავტორი გენია.ჯი)
3. XIX საუკუნეში,ინგლისელი მსახიობი ქალები სასტიკ უარს აცხადებდნენ ალექსანდრე გროედოვის კომედიაში – “ვაი ჭკუისაგან”,ერთ-ერთი მთავარი გმირის სოფიას განსახიერებაზე.ისინი თავიანთ უარს შემდეგი სიტყვებით ხსნიდნენ: “ჩვენ წესიერი ქალები ვართ და პორნოგრაფიულ სცენებში მონაწილეობას არ ვიღებთ!” ასეთ სცენად კი ისინი მიიჩნევდნენ ალექსანდრე მოლჩანინის ღამის საუბრებს სოფიასთან,რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ დაქორწინებული.
4. ძველ რომში,სახელმწიფო საქმეებში მსჯავრდებულებისათვის არსებობდა სპეციალური სასჯელი,რომელსაც – “მეხსიერების წყევლას” უწოდებდნენ.აღნიშნული სასჯელი მდგომარეობდა იმაში,რომ ნადგურდებოდა მსჯავრდებულის ყველა მატერიალური მტკიცებულება მისი არსებობისა – ქანდაკებები,კედლისა და საფლავის წარწერები.მათი სახელები,რომლებიც მოხსენიებულ იყვნენ ამა თუ იმ ხელნაწერებში წაშლას ექვემდებარებოდნენ.ამ მეთოდით ძველი რომი შლიდა ყოველგვარ მოგონებას სახელმწიფო ღალატში ბრალდებული პიროვნებისა.გარდა ამისა,შესაძლო იყო მსჯავრდებულთან ერთად სიკვდილით დაესაჯათ მისი ოჯახის ყველა წევრიც.
5. გუთებმა,რომლებსაც “ბარბაროსებად” მოიხსენიებდნენ, 267 წელს აიღეს ათენი.მიუხედავად იმისა,რომ მათ უამრავი ადამიანი შეიწირეს და თითქმის ყველაფერი გადაწვეს,ხელი არ უხლიათ – წიგნებისათვის.
6. პირველ მსოფლიო ომს,რომელიც მიმდინარეობდა 1914 წლის 28 ივლისიდან 1918 წლის 11 ნოემბრამდე – 14 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ეს მაშინ,როდესაც 18 თვის მანძილზე ევროპაში მძვინვარე ეპიდემიას (1918-1919 წლები) “ესპანურ გრიპს” 50 მილიონი ადამიანზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
7. ჩინეთში,იაპონიასა და კორეაში ციფრი 4 “უბედურების” მაუწყებელ რიცხვად მიიჩნევა,რადგან იგი,მათ ენაზე “სიკვდილს” აღნიშნავს.
8. საუდის არაბეთში არც ერთი მუდმივი მდინარე არ არსებობს,რადგან ისინი გარკვეული პერიოდის მანძილზე საშინელი სიცხეების გამო შრებიან.
9. ამერიკა-მექსიკის ომის (1846-1848 წლები) დროს,მექსიკამ დაკარგა თავისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი (500 000 კვადრატული მილი ტერიტორია).აღნიშნულ ომში მონაწილე ერთ-ერთი ამერიკელი გენერალი – გრანტი,ომის დასრულების შემდეგ წერდა: “მე არა მგონია,ოდესმე წამოეწყოთ იმაზე უსინდისო ომი,ვიდრე შეერთებული შტატები აწარმოებდა მექსიკის წინააღმდეგო”.
10. 418 წლის 28 დეკემბერს რომის პაპმა – ბონიფაციუს I-მა პირველმა,რომის მღვდელმთავართაგან თავი გამოაცხადა ყველა ქრისტიანის სულიერ მამად. (ავტორი გენია.ჯი)