„ქართველი გმირების” გენიალური სიტყვები…
1. „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე სიცოცხლის ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს”. – კონსტანტინე აფხაზი (ქართული არმიის გენერალი)
* * *
2. „ჩვენ ვიცით, რისთვისაც გვკლავთ. თქვენც კარგად იცით, რომ ბანდიტები არა ვართ, დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანედ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს”. – გიგო ხიმშიაშვილი (რაფიელ ერისთავის შვილიშვილი)
* * *
3. „ჩვენ არ გიპირებთ შებრალებას და არც თქვენგან მივიღებთ ლმობიერებას, ეს ჩვენი შეუარცხყოფა იქნებოდა”. – პოლკოვნიკის ალექსანდრე მაჭავარიანის მიმართვა ჯალათებს (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „ვიცი, მივდივარ იმისთვის, რომ საქართველოსთვის მოვკვდე”. – ელიზბარ გულისაშვილი (ქართული არმიის პოლკოვნიკი)
* * *
5. „სიკვდილით ვერ შეგვაშინებთ. ჩვენი სიკვდილი საქართველოს გათავისუფლების თავმდებია. იგი დაასალკდევებს ერის სიმტკიცეს და ერთიათასად განამრავლებს მებრძოლთ. ჯალათებო, ნუ გვიკრავთ ხელებს. კარგად იცით, რომ მონები არა ვართ!” – ვარდენ წულუკიძე (ქართული არმიის გენერალი)
* * *
6. „მე ვიყავი მუდამ პატიოსანი ქართველი და ვკვდები საქართველოსთვის”. – როსტომ მუსხელიშვილი (ქართული არმიის გენერალი)
* * *
7. „გაუმარჯოს ჩემს სამშობლოს, მშვიდობით, ძმებო! გვხვრეტენ ამაღამ”. – სიმონ მუხრან-ბატონი(ქართული არმიის როტმისტერი)
* * *
8. „უთხარით მათ, რომ მე დამხვრიტეს, ვკვდები, როგორც შეშვენის ნამდვილ ქართველს. რუსეთში დაივიწყეს იდეისთვის თავგანწირულად სიკვდილი, წადით და უთხარით მათ, თუ როგორ იბრძვიან ქართველები სამშობლოსათვის”. – დიმიტრი ჩრდილელი (ქართული არმიის პოლკოვნიკი)
* * *
9. „სახეზე გატყობთ, რომ გაოცებთ ჩვენი სულის სიმტკიცე – ქართველი ყველა ამისთანა (მიუთითა ჯალათ კვანტალიანზე) გეგონათ? მრავალი ათასი ჩვენზე უკეთესი ზრდის გულში თქვენდამი სიძულვილს”. – ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ქართული არმიის გენერალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს.სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება”. – გიორგი მაზნიაშვილი (ქართული არმიის გენერალი)