ლეონარდო და ვინჩის ნააზრევი…

“თუ აღმოჩნდებიან ადამიანებს შორის საუკეთესო თვისებებითა და ღირსებით დაჯილდოებულნი,ნუ განდევნით მათ,არამედ პატივი მიაგეთ; ნუ აიძულებთ მათ,რომ გაიქცნენ თქვენგან და თავი შეაფარონ უდაბნოს,გამოქვაბულს ან რომელიმე სხვა მივარდნილ ადგილს,რათა დაუძვრნენ თქვენს ხრიკებს.ასეთი ადამიანები თქვენი მიწიერი ღმერთები არიან და იმსახურებენ იმას,რომ მათ ძეგლები და ქანდაკებები დაუდგათ”.

***

“იქ,სადაც გონივრული დასაბუთება სრულიად არ არის წარმოდგენილი,წყნარად მსჯელობას ცვლის ყვირილი.ეს არ ხდება მაშინ,როცა გვაქვს უტყუარი საბუთები.აი,რატომ ვამბობ,რომ იქ,სადაც ყვირიან,არ არის ჭეშმარიტი მეცნიერება,რადგან ჭეშმარიტებას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი პასუხი და,როცა მას აცხადებენ,ყოველგვარი კამათი სამუდამოდ წყდება.ხოლო თუ კამათი გაუთავებლად გრძელდება,მაშინ ეს მეცნიერება კი არა,სიყალბე და უთავბოლო ლაპარაკია.

ჭეშმარიტი მეცნიერება ეფუძნება ცდას.მხოლოდ ცდით მიღებულ დასკვნებს შეუძლია მოკამათეთა ენების დადუმება”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“სიტყვები და აზრები კი არ იკარგება,არამედ ჰაერში გაფანტულნი დროდადრო,ღვთაებრივი მადლის მსგავსად,ეფინებიან მას,ვინც ამას იმსახურებს”.

***

“დაუკვირდი რა უფრო ახლოსაა ადამიანთან – მისი სახელი თუ მისი ადამიანური იერსახე? სახელი ქვეყნების მიხედვით იცვლება,ხოლო იერსახეს ცვლის მხოლოდ სიკვდილი”.

***

“შაშვებს ძალიან გაეხარდათ,როცა ადამიანმა დაიჭირა ბუ და დაამწყვდია იგი.მაგრამ მალე სწორედ ეს ბუ იქცა იმის მიზეზად,რომ შაშვებმა არა მარტო თავისუფლება დაკარგეს,არამედ სიცოცხლეც.ნათქვამია იმ ქვეყნის მკვიდრთა გასაგონად,რომლებსაც უხარიათ,როდესაც მათი მბრძანებლები კარგავენ თავისუფლებას; მაგრამ შედეგად ისინი ხომ მფარველისა და პატრონის გარეშე რჩებიან და, მტრის ხელში ჩაცვენილები,კარგავენ არა მარტო თავისუფლებას,არამედ სიცოცხლესაც”.

***

“ჩვენ ვკვებავთ ჩვენს სიცოცხლეს სხვების სიკვდილით”.

***

“ვცდილობ დავემსგავსო ჭიანჭველას”.

***

“დაკარგული დრო საქმეში ჩადებული ფულივით უკან არ დაგიბრუნდება”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“შეეცადე შეინარჩუნო შენი ჯანმრთელობა,რასაც წარმატებით მიაღწევ,თუ ექიმებს მოერიდები”.

***

“ო,დროის მდინარებავ,ყველაფრის გამანადგურებელო! და შენ,შურიანო სიბერევ,ყველაფერს რომ ანგრევ,ნელ-ნელა შთანთქავ და კლავ ნელი სიკვდილით”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>