ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური რომანიდან – “დათა თუთაშხია”

“ერთი სახელიანი კაცის დამარცხება ათ ჩვეულებრივ კაცზე გამარჯვებას უდრის და შემდგომში ჩხუბების დროს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ კაპიტალს წარმოადგენს”.

***

“თუ გსურთ გერწმუნონ – თავრეტდამსხმელი სიცრუე თქვით”.

***

“სახელმწიფოს საფუძველთა დაცვის სამსახური ძირითად მასალად ადამიანთა ზნეობას და ღირსებებს უნდა იყენებდეს.ამ მასალის მიმართ მომჭირნე,ყაირათიან და გულისხმიერ დამოკიდებულებას უდიდესი და უპირველესი მნიშვნელობა აქვს.ეს დებულება,თითქოს,პარადოქსულად ჟღერს,მაგრამ საქმეში ჩახედულთათვის ანბანური ჭეშმარიტებაა”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“სამწუხაროდ,ჩვენმა სარწმუნოებამ ბოლო საუკუნეების მანძილზე ადამიანის სული ვეღარაფრით გაამდიდრა.იგი ახლა ადრე მინიჭებულის შენარჩუნებასღა ემსახურება,დაუნდობლობას,შეუბრალებლობას,სისასტიკეს ებრძვის.კეთილი კაცი თავის მოღვაწეობას აუცილებლად უნდა უთანხმებდეს მთავარ მიზანს: არ გაიძარცვოს,არ შეიბღალოს,არ დამდაბლდეს სული – საკუთარი და მოყვასისა”.

***

“რა უნდა ასწავლოს,როგორი უნდა აღზარდოს შვილები დედამ,რომელიც ვერაგობასა და ბოროტებას არის ნაზიარები”.

***

“ყველა დიდ სამხედრო თუ პოლიტიკურ გამარჯვებას,ხელოვნების ყველაზე ამაღლებულ ნიმუშებს ერთი ნიშანი აქვთ – სისადავე!”

***

“მიღებულია,ვიფიქროთ,რომ ადამიანის ცხოვრება მის,მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეთა ჯამია.ყოველი ჩვენგანი განუწყვეტლივ მოქმედებს,ქმნის,ან ანგრევს და ყოველივე ამას,აუცილებლად,ზნეობრივ საფუძველს უმარჯვებს.ჩვენი საქმეების შენობა ჩვენივე ზნეობის საძირკველზე დგას: ერთნი ჯერ მოიქცევიან და შემდეგ ეძებენ,ვერ პოულობენ და ამიტომ თხზავენ თავისი საქციელის გამართლებას.მეორენი იძულებულნი არიან,კანონს თუ საზოგადოებრივ აზრს ანგარიში გაუწიონ; ამიტომ თავის მომავალ ცუდ საქციელს დიდი რუდუნებით ნიღბავენ და უანგარობის სამოსელში ხვევენ.მესამენი მომავალ საქციელს ჯერ საკუთარი ზნეობის პოზიციებიდან განიხილავენ და შემდეგ ამოქმედდებიან ან თავს შეიკავებენ.მაგრამ არიან ადამიანები,რომელნიც,ზნეობის გაუთვალისწინებლად,წინასწარ განუსჯელად მოქმედებენ,არც მერე ეძებენ ზნეობრივ გამართლებას და საქციელი კი ყოველთვის სწორი გამოუდით”.

***

“როცა კაცი სცოდავს – ღმერთი სდუმს!” (ავტორი გენია.ჯი)

***

“სულელი ქალი ადვილი დასაყოლიებელია”.

***

“დასავლეთ საქართველოში ყველა ზრდილობიანია,ყველაფერს ზრდილობიანად აკეთებენ.სტუმრად მისულს ზრდილობიანად გიმასპინძლებენ; ალბათ,ყელის გამოჭრასაც ზრდილობიანად ახერხებენ”.

***

“რაღაც უიმედოდ,სასოწარკვეთით ვკითხე,რეზიდენტებს აგენტებად ვინ ჰყავთ,რა ხალხია-მეთქი.

- უმეტესად – მოღალატე ცოლები.აქა-იქ – მოღალატე ქმრებიც!

- ერთგულებმა დააშავეს რამე?

- სრულიად არაფერი,მაგრამ ისინი,უმეტესად,შინ სხედან და ბავშვებს უვლიან.მოღალატე ცოლები კი ლაპარაკის ჟინის მოსაკლავად და ჭორების მოსასმენად დღეში ოთხ,ხუთ ოჯახს მოივლიან, – თქვა ზარანდიამ.

- სტუმრად განა მხოლოდ მოღალატე ცოლები დადიან?

- მე მინდოდა,მეთქვა,თქვენო ბრწყინვალებავ,რომ ერთგული ქალებიდან სტუმრად სიარული,ვთქვათ,ყოველ მეათეს უყვარს,მაშინ,როდესაც ათი მოღალატე ცოლიდან ცხრა სხვის ოჯახში უფრო მეტ დროს ატარებს,ვიდრე თავისაში.

- ქარაფშუტა ხალხია.მათზე დანდობა ესოდენ სერიოზულ საქმეში,არ მგონია,მიზანშეწონილი იყოს.

- ქარაფშუტა ხალხი?.. მოღალატე ცოლების ხსენებული მიდრეკილება,ჩემი აზრით,ქარაფშუტობით კი არ უნდა აიხსნას,არამედ სავსებით პრაქტიკული სურვილით: გამუდმებით იყვნენ იმის საქმის ყურში,თუ რამდენად მყარია და დაცულია მათი ინტიმური საიდუმლოება”.

***

“მე ვიცი,რომ სრულქმნილი ადამიანი არ არსებობს,მაგრამ თუთაშხია იმ კაცთაგანია,რომელნიც სრულქმნილებასთან ყველაზე ახლოს დგას”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>