დიომიდის კუნძულები – “ეპიზოდი”
ბერინგის ყურის ცენტრში მდებარე ორი კუნძული და რამდენიმე კლდე,რომელთაც საერთო ჯამში – “დიომიდის კუნძულებად” მოიხსენიებენ,ჩუკოტკის ნახევარკუნძულიდან და ალიასკიდან დაახლოებით 35 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.მისი დასავლეთით მდებარე კუნძული – რატმანოვი,რომლის ფართობი 29 კვადრატული კიილომეტრია,რუსეთის ფედერაციაში შემადგენლობაში შედის და მისი ყველაზე შორეული აღმოსავლეთი წერტილიცაა,ხოლო აღმოსავლეთით მდებარე კუნძული – კრუზერშტერნი,რომლის ფართობი 7,3 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს,ამერიკის შეერთებული სტატების შემადგენლობაში იმყოფება.დიომიდის კუნძულების შემადგენლობაში შემავალი ეს ორი კუნძული ერთმანეთისაგან სულ რაღაც 3,76 კილომეტრში მდებარეობს და ყველაზე საინტერესო ფაქტი გახლავთ ის,რომ საათობრივი სარტყელი მათ შორის განუზომლად განსხვავებულია.რატმანოვისა და კრუზერშტერნის კუნძულებს შორის საათობრივი სხვაობა 12 საათს შეადგენს,რაც დამეთანხმებით,რომ ერთმანეთთან ასე ახლოს მდებარე კუნძულებს შორის მართლაც უზარმაზარი განსხვავებაა. (ავტორი გენია.ჯი)