“თანამდეროვე მასხარა”
ჩვენი სამყარო რომ სავსეა საოცარი მოვლენებით და ფაქტებით ახალი არავისთვისაა.ის რაც ადრეულ ეპოქებში ერთობ დამკვიდრებულ ტრადიციას წარმოადგენდა,ბევრს,თანამედროვე სამყაროში სასაცილოდაც არ ჰყოფნის,თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ წარსულში დამკვიდრებული წესი ვინმემ დაივიწყა და კვლავაც არ იყენებს.ამის თვალნათელი მაგალითი გახლავთ წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ტონგის სამეფოს მეფის – ტაუფა’აჰაუ ტუპოუ IV-ის (1918-2006 წლები) მიერ მიღებული გადაწყვეტილება.საქმე იმაში იყო,რომ დიდი ხნის განმავლობაში მეფის სურვილს წარმოადგენდა ჰყოლოდა “მასხარა”, და როგორც წესი,მეფის სურვილს წინ ვერც ვერავინ აღუდგებოდა. 1999 წელს,მან ოფიციალურად დაიქირავა ვინმე – ჯეს ბოგდონოფი,რომლის უმთავრეს მოვალეობასაც მეფის გართობა-გახალისება წარმოადგენდა.გარდა იმისა,რომ ჯესი მეფის “მასხარა” იყო,პარალელურად ტონგის მონარქის ფინანსურ მრჩეველსაც წარმოადგენდა.თუმცა, 2001 წელს რიგი ფინანსური თაღლითობებისა და თანხების დატაცების გამო,იგი დაკავებული “თანამდებობიდან” გათავისუფლებული იქნა,რის შემდეგაც ქვეყნის დაუყონებლივ დატოვება მოუწია.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,ტონგის მეფე - ტაუფა’აჰაუ ტუპოუ IV პირველი თანამედროვე მონარქი გახდა მსოფლიოში,რომელსაც XXI საუკუნეში ოფიციალურად ჰყავდა დაქირავებული – “მასხარა”. (ავტორი გენია.ჯი)