იოსებ სტალინის “ორიგინალური ხუმრობა”
ცნობილი რუსი დიპლომატის,პუბლიცისტისა და სტალინის პირადი თარჯიმნის – ვალენტინ ბერეჟკოვის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში – “სტალინის გვერდით”,მოყვანილია მეტად საინტერესო ფაქტი,რომელიც დაფიქსირებულ იქნა 1945 წელს იალტის კონფერენციის მიმდინარეობისას.სამი ქვეყნის ლიდერი – სტალინი,რუზველტი და ჩერჩილი განცალკევებით ისვენებდნენ და თან ბაასობდნენ.უინსტონი ძალიან კარგ ხასიათზე იყო და სტალინთან,რომელიც ყალიონს აკეთებდა,გახუმრება სცადა:
- მართალია თუ არა,რომ ქართველებს წესად აქვთ სტუმრისათვის იმის ჩუქება,რაც მას მოეწონება?
- დიახ! – უპასუხა ჩაფიქრებულმა საბჭოთა ბელადმა.
- განსაკუთრებით მომეწონა რუსეთის იმპერატორების – “ლივადიის სასახლე” და შესაძლოა თუ არა მივიჩნიო იგი ჩემად,ქართული სტუმარ-მასპინძლობის დამკვიდრებული ჩვეულების თანახმად? – ჰკითხა ჩერჩილმა.
- დია! თუმცა ერთი პირობით.თქვენ ერთი გამოცანა უნდა გამოიცნოთ.
უინსტონი სტალინს დათანხმდა და გამოცანის დასმას დიდი გულისყურით დაელოდა.
- სტალინმა აიღო სამი თითი, (არათითი,საჩვენებელი და შუანა),რომლებიც მეორე ხელით ისე დაფარა,რომ რომელი იყო მათ შორის საშუალო თითი,რთული გამოსაცნობი იყო.ამის შემდეგ კი,დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ჰკითხა;
- აბა გამოიცანი,რომელია შუანა თითი?
ჩერჩილი მცირეოდენი ხნით ჩაფიქრდა და ის თითი მიუთითა,რომელსაც ფიქრობდა.
- არა! – უპასუხა სტალინმა.
აღნიშნულ მოვლენას,ღიმილით თვალს ადევნებდა ფრანკლინ დელანო რუზველტიც,რომელმაც თავადაც გადაწყვიტა გამოეცნო თუ რომელი იყო შუანა თითი და უცებ შესძახა:
- აი,ეს არის!
- არა! – კვლავ უპასუხა სტალინმა და მან დაფარული ხელი გახსნა,სადაც სხვა ოთხ მოკეცილ თითთან ერთად “შუანა თითი” აღმართულიყო (ალბათ ყველასათვის ცნობილია,თუ რას ნიშნავს “შუანა თითის” კომბინაცია).
- აი,ეს არის! – ღიმილით უპასუხა სტალინმა გაოცებულ ჩერჩილსა და რუზველტს და ყალიონის შეკეთება განაგრძო. (ავტორი გენია.ჯი)