უილიამ შექსპირი – “სონეტი XXV”

დაე,ზოგისთვის ვარსკვლავეთი იყოს მოწყალე,

ზოგის პატივით რეკდნენ,დაე,ქვეყნად ზარები!..

მე ბედისწერას ღიმილიც კი ვერ გამოვძალე

და სიყვარულის იმედადღა დავიარები.

***

ბედის ნებიერს ყველა უქებს ზნეს და თვისებას,

მისთვის ნათდება მზისქვეშეთის თვალსაწიერი,

მაგრამ განგება არ დაგიდევს არვის ღირსებას

და ამაღლებულს დაბლა დასცემს… მიწყივ ცბიერი!

***

თუნდ ის სარდალი,ვაჟკაცობით ყველგან ქებული,

ვისაც არვინ ჰყავს ქარცეცხლიან ომში ბადალი,

განა სულ მალე არ იქნება დავიწყებული,

ოდეს მის სახელს მოშორდება სიტყვა “სარდალი?!”

***

ჩემს ცხოვრებას კი ვერას ავნებს დროის ძგერება -

მიყვარს!.. ვუყვარვარ!.. და ეს არის ბედნიერება!

კომენტარის დატოვება