გენიალური იაპონელი მოსწავლის გასაოცარი პასუხები…
სასწავლო წლის დასაწყისში, ნიუ-ორკში მდებარე სკოლის ერთ-ერთი მე-8 კლასის ისტორიის გაკვეთილზე შევიდა ამერიკელი პედაგოგი. მისალმების შემდეგ,
მასწავლებელმა კლასს იაპონური წარმომავლობის მქონე ახალი მოსწავლე – შაკირო სუძუკი წარუდგინა და მალევე ისტორიული თემატიკის მქონე შეკითხვების დასმა დაიწყო:
„ – რომელმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა განაცხადა: „თავისუფლება ან სიკვდილი?”
კლასში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ერთადერთმა მოსწავლემ ასწია ხელი და ისიც იაპონური წარმომავლობის მქონე ახალი მოსწავლე – შაკირო სუძუკი იყო.
- აღნიშნული სიტყვები 1775 წელს ფილადელფიაში წარმსოთქვა ცნობილმა ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწემ და ვირჯინიის გუბერნატორმა – პატრიკ ჰენრიმ.
- ძალიან კარგი, – მიუგო მასწავლებელმა და იმავე წამს მეორე შეკითხვაც დასვა:
- ვინ არის ავტორი გამონათქვამისა: „სახელმწიფო – ეს ხალხია და იგი არასოდეს არ უნდა მოკვდეს?”
კლასში კვლავ სიჩუმემ დაისადგურა, თუმცა ხელი კვლავაც ერთადერთმა მოსწავლემ – სუძუკიმ ასწია:
- ამ სიტყვების ავტორი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი – აბრაამ ლინკოლნი, რომელმაც იგი 1863 წელს ვაშინგტონში წარმოთქვა.
იაპონელი მოსწავლის პასუხებისაგან გაოცებულმა მასწავლებელმა თავის მოსწავლეებს მიმართა:
- არა გრცხვენიათ? სუძუკი იაპონელია და ამერიკის ისტორია თქვენზე უკეთ იცის.
მასწავლებლის მიმართვამ რიგი მოსწავლეების აღშფოთება გამოიწვია და გაისმა შეძახილი:
- ტვინი წაიღეს ამ იაპონელებმა!
მასწავლებელმა უმალვე ჰკითხა კლასს თუ ვინ წამოიძახა ეს სიტყვები, რაზეც ფეხზე ისევ სუძუკი წამოდგა და განაცხადა:
- ეს სიტყვები პირველად იაპონელთა მისამართით წარმოითქვა 1942 წელს და მისი ავტორია ამერიკული არმიის გენერალი – დუგლას მაკარტური.
იაპონელი მოსწავლის პასუხმა ამერიკელი მოსწავლეები კიდევ უფრო უარყოფითად განაწყო მის მიმართ და ერთ-ერთმა დაუძახა კიდეც:
- შენ ენა გააჩუმე!
სუძუკი არც კი დაფიქრებულა, იმავე წამს წამოიძახა:
- ამ სიტყვებით ხომ ამერიკის პრეზიდენტმა – ბილ კლინტონმა მიმართა„თეთრი სახლის” ოვალურ კაბინეტში მონიკა ლევინსკის 1997 წელს?!
მოულოდნელად კლასში გაისმა ხმა:
- სუძუკი – ნაგავია!
იაპონელი ინტელექტუალი არც ამ შემთხვევაში დაფიქრებულა ისე განაცხადა:
- მეგობარო! თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვა პირველად 2002 წელს წარმოთქვა ბრაზილიის გრან-პრის მიმდინარეობისას მრავალგზის იტალიელმა მსოფლიო ჩემპიონმა მოტორბოლაში – ვალენტინო როსიმ.
სუძუკის გამაოგნებელმა პასუხებმა კლასში ისეთი აურზაური გამოიწვია, რომ ხმაურმა სკოლის დირექტორის ყურამდეც მიაღწია და ისიც უმალვე მათ საკლასო ოთახში გაჩნდა, რის შემდეგაც გაღიზიანებულმა დაიყვირა:
- ეს რა ბარდაგია, თვენი დედაც…
კლასში დირექტორის შემოსვლამ სამარისებული სიჩუმე გამოიწვია, თუმცა ისევ ფეხზე წამოდგა იაპონელი ინტელექტუალი მოსწავლე – შაკირო სუძუკი და დირექტორს მიმართა:
- თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვებით პირველად რუსეთის სათათბიროს წევრებს 1997 წელს მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ბორის ელცინმა…
მასწავლებელთან და მოსწავლეებთან ერთად სუძუკის სიტყვებმა სკოლის გაოგნებული დირექტორიც კი დაადუმა… (ავტორი გენია.ჯი)