რამდენიმე ფაქტი ასტრონომიიდან…
1. სხვადასხვა მონაცემების თანახმად,დედამიწაზე წელიწადში საშუალოდ 26 000 მეტეორიტი ვარდება.მათი უმრავლესობის წონა 100 გრამამდე მერყეობს,ხოლო სამი ათსამდე კი 1 კილოგრამამდე და მეტი სიმძიმის არის.ჩამოვარდნილი მეტეორიტებიდან ადამიანმა საშუალოდ 5-6 მეტეორიტის ჩამოვარდნის პროცესი შეიძლება იხილოს,რადგან მათი უმრავლესობა ოკეანეებში ვარდება. 2012 წლის მონაცემების მიხედვით,დღემდე აღმოჩენილია და ეგრეთ წოდებულ ”მეტეორიტულ ბიულეტენში” შეტანილია სხვადასხვა დასახელების მქონე 44 000 მეტეორიტი,რომელთაგან უმრავლესობა (27 000) ანტარქტიდის კონტინენტზეა ნაპოვნი. (ავტორი გენია.ჯი)
2. დიდმა გერმანელმა პროფესორმა და ასტრონომმა – იოჰან გოტფრიდ გალემ (1812-1910 წლები), 1846 წლის 23 სექტემბერს აღმოაჩინა პლანეტა – “ნეპტუნი” და მას “იანუსი” უწოდა.თუმცა 1846 წლის 29 დეკემებერს პულკოვოს ობსერვატორიის გერმანული წარმომავლობის მქონე რუსმა ასტრონომმა – ვასილი სტრუვემ,საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის ყრილობაზე,გალეს მიერ აღმოჩენილ ახალ პლანეტას – “ნეპტუნი” უწოდა,რაც მალევე იქნა კიდეც დამკვიდრებული ახლადღმოჩენილი პლანეტის საერთაშორისო სახელწოდებად.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დედამიწიდან ყველაზე შორეულ გაზის გიგანტზე – ნეპტუნზე,წელიწადი ჩვენი დროის საზომით – 164 წელიწადი, 288 დღე და 13 საათი გრძელდება.შესაბამისად,მისი აღმოჩენის ვადას თუკი “ნეპტუნის” წლის დროით გავზომავთ,მისი აღმოჩენიდან მხოლოდ ერთი წელიწადია გასული.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ‘ნეპტუნზე” პირველ დაკვირვებას XVII საუკუნის დასაწყისში – გალილეო გალილეი აწარმოებდა,თუმცა მან იგი ვარსკვლავად მიიჩნია და არა პლანეტად.
3. მიწისძვრები არა მარტო დედამიწაზე,არამედ მთვარეზეც ხდება.თუმცა ჩვენი პლანეტისაგან განსხვავებით,მთვარეზე მიწისძვრების სიმძლავრე ძალიან სუსტია და იგი შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც მთვარის ზედაპირის შიგნით მიმდინარე ბუნებრივი პროცესებით,ასევე მეტეორიტის ვარდნისაგან გამოწვეული შედეგებითაც.გარდა ამისა,ცნობილია ისიც,რომ მთვარეზე მიწისძვრები რეგულარული ინტერვალობით ხდება “მთვარის ციკლის” დროს.
4. მეცნიერთა ერთი ნაწილის ვარაუდით,ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პრეისტორიული მეგალითური მონუმენტის – “სტოუნჰენჯის” (რომელიც აგებულ იქნა ძვ.წ.აღ-ით 2500 წელს) უმთავრეს ფუნქციასა და დანიშნულებას ადამიანისათვის – მზის დაბნელებისათვის თვალის დევნება და დაკვირვება წარმოადგენდა.სწორედ ამიტომ,’სტოუნჰენჯს” ისინი მსოფლიოს პირველ და უძველეს ობსერვატორიად მიიჩნევენ. (ავტორი გენია.ჯი)
5. “ირმის ნახტომი”-ს გალაქტიკის (რომელშიც ჩვენი მზის სისტემაა განთავსებული) უახლოეს გალაქტიკას წარმოადგენს – “ანდრომედის გალაქტიკა” (სპირალური გალაქტიკა).”ანდრომედის” გალაქტიკა – “ირმის ნახტომი”-ს გალაქტიკისაგან 2,2 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული,ხოლო დედამიწიდან კი 2,5 მილიონი სინათლის წლით.აქვე ცნობილია ისიც,რომ “ანდრომედის გალაქტიკა” ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა გალაქტიკაა დღემდე აღმოჩენილ სხვა გალაქტიკათა შორის.
6. XIX საუკუნეში ერთ-ერთმა ინგლისელმა მეცნიერმა – სემუელ როუბოტმა გამოსცა წიგნი,სადაც ამტკიცებდა,რომ დედამიწა ბრტყელი იყო,ისევე როგორც ეს მოხსენიებული გახლდათ რამდენიმე ბიბლიურ ტექსტებში.აღნიშნული იდეა მალევე იქნა ატაცებული მრავალი ადამიანის მიერ არა მარტო XIX,არამედ XX საუკუნეშიც.სემუელ როუბოტსის იდეის მიმდევრები ირწმუნებოდნენ,რომ თანამგზავრიდან გადაღებული სურათები ფალსიფიცირებული იყო და 1956 წელს “ბრტყელი დედამიწის საზოგადოება”-ც კი ჩამოაყალიბეს,სადაც მალევე 3 000 ადამიანი გაწევრიანდა.თუმცა 1961 წელს,მაშინ როდესაც კოსმოსში პირველად გაფრინდა – იური გაგარინი,აღნიშნულმა საზოგადოებამ ფუნქციონირება შეწყვიტა.