ჯონ სეჯვიკი – “ეპიზოდი”
ამერიკის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, 1864 წლის 9 მაისს პოტსილვეინის ბრძოლის დაწყებისას ამერიკული მოკავშირეთა არმიის გენერალი – ჯონ სეჯვიკი (1813-1864 წლები) არტილერიას ხელმძღვანელობდა.კონფედერატმა სნაიპერებმა სეჯვიკის პოზიციებისაკენ ცეცხლი დაახლოებით ერთი კილომეტრის სიშორის მანძილიდან გახსნეს,რამაც ჯონის შტაბის ოფიცრებისა და სამხედროების მიწაზე გართხმა გამოიწვია.როდესაც მან თავისი შტაბის ოფიცრები მიწაზე გართხმული იხილა,ერთობ გაბრაზდა და მათ დანანებით მიუგო:
” – რა? ნუთუ შესაძლებელია მამაცმა მებრძოლებმა ტყვიას დაუჩოქონ? თქვენ რას იზამთ მაშინ,როდესაც ისინი ცეცხლს კიდევ უფრო ახლო მანძილიდან მთელი ფრონტის ხაზზე გახსნიან? მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად.იმ დისტანციიდან,რომლისგანაც ისინი ისვრიან,სპილოს მოკვლაც კი შეუძლებელია”.
წარმოთქვა თუ არა გენერალმა – ჯონ სეჯვიკმა აღნიშნული სიტყვები,სულ რამდენიმე წამში კონფედერატი სნაიპერის ნასროლი ერთ-ერთი ტყვია პირდაპირ მარცხენა თვალში მოხვდა და იგი ადგილზევე მოკლა.მის-და საუბედუროდ არ გამართლდა გენერლის ვარაუდი: “იმ დისტანციიდან,რომლისგანაც ისინი ისვრიან,სპილოს მოკვლაც კი შეუძლებელია”. (ავტორი გენია.ჯი)